20 ოქტომბერს სავსემთვარეობაა. ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზით, ამჯერად სავსე მთვარე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, რაც ადამიანებში მოუთმენლობას, იმპულსურობასა და აგრესიულობას გაზრდის. ასტროლოგის რჩევით, უახლოესი 2 დღის განმავლობაში კარგია სიმშვიდის გამოჩენა
20 ოქტომბერს საღამოს სავსემთვარეობაა. მთვარე ვერძშია და მზე-მარსს უპირისპირდება. იმატებს მოუთმენლობა, თავშეუკავებლობა, იმპულსურობა და აგრესიულობა.
✔️არ ვარჩევთ საქმეებს
✔️არ გვინდება ნასვამზე ბასრი დანით პურის დაჭრა
✔️ არ გვინდება წინ მიმავალი ოპელ-ვექტრასთვის გადასწრება
✔️ არ გადავდივართ წითელზე
✔️რა ვთქვი მე, წითელზე არ გადავდივართ-მეთქი!
✔️ არ მივდივართ სანადიროდ
✔️ არც ტირში არ მივდივართ
✔️არ ვიღებთ ვალებს (ყოველ შემთხვევაში ვერიდებით ამას)
✔️ არ გვინდება ავტობუსში უნიღბოდ ამომავალ „ვერზილას“, რომელსაც უნდა დაამტკიცოს, რომ მაგარი ტიპი, ჯემპრის თავზე წამოცმა და ჭიტლაყის ამორტყმა
✔️არც გინება... არავითარი შუა თითის ჩვენება!
✔️ვერიდებით ბევრ ხალხს და აგრესიულ სიტუაციებს
✔️ ვუფრთხილდებით თავს (რა რომელ თავს? რა კითხვაა ეს?! ვერძის სუსტი წერტილი - თავია)
✔️ასევე არარეკომენდებულია ქირურგიული პროცედურები თვალებზე და კბილებზე (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).
✔️ ვართ სიმშვიდეში, ნირვანაში, სამადჰიში
✔️ვაჯამებთ ბოლო ორი კვირის პრობლემებს და დასკვნები გამოგვაქვს
✔️აუჩქარებლად ვგეგმავთ მომდევნო ორი კვირის მიზნებს
✔️კარგია რეკლამის გაკეთება (მიწერა-მოწერა. ოღონდ ფილმ „ფესვებით“ არ იყოთ, მიწერა რომ აქვს და მოწერა - არა)
✔️ვაქტიურობთ შესაძლებლობების ფარგლებში (ვურეკავთ, მივდივართ და ა. შ. ანუ თვითონ ვიჩენთ ინიციატივას)
✔️ ვიწყებთ ან ვაკეთებთ მოკლევადიან საქმეებს, რომელიც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ და არ გაგვეწელოს
✔️ზომიერად ვვარჯიშობთ (ექსპერიმენტების გარეშე)
✔️ საკუთარ თავს უფრო მეტად ვიყვარებთ (ქრთამად ერთი კილო შოკოლადი მიართვით საკუთარ თავს და მიირთვით-მეთქი, ამას არ ვამბობ).მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება თქვენში და თქვენს გარშემო“, - წერს რამაზ გიგაური.