დახურვა
სტილი
10.11.2021

ყველა ადამიანს აქვს თავისებური ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც მას ეხმარება გარე სამყაროს დანახვასა და აღქმაში...

ვერძი

ვიზუალიზაცია - ეს ვერძებს ყველაზე კარგად გამოსდით. მათ სმენით რაიმეს აღქმა უჭირთ, ამიტომაც რაღაცის დასაჯერებლად მათ სჭირდებათ, რომ ეს რაღაც დაინახონ.

კურო

დეტალებზე დაკვირვება - კუროებს შეუმჩნეველი არაფერი რჩებათ. მათ ნებისმიერი ფარული ინფორმაციის მოპოვება ანდა რაიმე ამოუცნობი მოვლენის ახსნის მოძიება შეუძლიათ.

ტყუპები

წერა - მხოლოდ მათ აქვთ ეს უნიკალური უნარი: ტყუპები წერისთვის იბადებიან. მათ შეუძლიათ, იგრძნონ ის მოვლენები, რომლებსაც სხვები ვერც კი ხედავენ.

კირჩხიბი

სხვისი ენერგიის დანახვა - კირჩხიბებს საკუთარ გრძნობებთან ღრმა კავშირები აქვთ და ასევე, ზუსტად გრძნობენ სხვა ადამიანების ენერგიას. მაგრამ ეს უნარი მათ ხშირად სიქას აცლით.

ლომი

წინათგრძნობა - ეს უნარი მათ მომავლის განჭვრეტის საშუალებას აძლევს. მათ იმდენად განვითარებული აქვთ წარმოსახვა, რომ მხოლოდ მასზე დაყრდნობით ხშირად სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს უნარი მათ სხვა ადამიანების გადარჩენაშიც ეხმარება.

ქალწული

კარგი ფსიქოლოგები არიან - თუკი ვინმე ემოციურ ტკივილს განიცდის, ამას ქალწულები მაშინვე გრძნობენ. ისინი ყოველთვის ხელს უწვდიან იმ ადამიანებს, რომლებსაც მათი დახმარება სჭირდებათ.

სასწორი

ტელეპათია - ამ უნარით სასწორები სხვების გონებაში შეღწევას ახერხებენ. ისინი ადამიანებს სხვა, გაცილებით მაღალ დონეზე უკავშირდებიან და მათი აზრების წაკითხვა შეუძლიათ.

მორიელი

სიზმრებს აკონტროლებს - ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი უნარია. ისინი აკონტროლებენ საკუთარ სიზმრებს და ამით იდუმალ სამყაროში გზას იკაფავენ.

მშვილდოსანი

საუკეთესო მკვლევარია - მშვილდოსნებს არსებობის არაფიზიკური ასპექტების შესწავლა უყვართ.

თხის რქა

ექსტრასენსორული უნარები - თხის რქებს იმდენად განვითარებული აქვთ წინასწარჭვრეტა, რომ მათ ხშირად აკითხავენ დახმარებისთვის, რაც ადამიანებს საკუთარი შიშებისგან განთავისუფლებას უადვილებთ.

მერწყული

სხეულის ენა - მერწყული ქვეცნობიერის მეშვეობით ფიზიკურ სხეულს გარეშე ხალხთან ურთიერთობის ფორმად იყენებს.

თევზები

ინტუიცია - საოცრად განვითარებული ინტუიციის წყალობით, თევზებს ნებისმიერ დროს ვითარებაზე ნათელი შეხედულება აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×