დახურვა
სტილი
11.11.2021

სულ მალე 2022 წელი დადგება. შემდგომი 12 თვე წყლის ვეფხვის ეგიდით ჩაივლის. რას უმზადებენ ვარსკვლავები ზოდიაქოს ნიშნებს სასიყვარულო ასპარეზზე

შავი წყლის ვეფხვის წელი განსაკუთრებული პერიოდია იმ მხრივ, რომ ყველას გაუჩნდება საკუთარ გრძნობებსა და სურვილებში გარკვევის შესაძლებლობა. ვეფხვს უყვარს მარტოობა, ამიტომ ვეფხვის წელიწადში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება დაკმაყოფილდეს მარტო ყოფნით, არ გაჩნდეს ვინმესთან ყოფნის აუცილებლობა მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა მარტო არ იგრძნოს თავი. როგორც წესი, ვეფხვის წელს ჩამოყალიბებული ურთიერთობები ჰარმონიულია, მყარი და ორი მოსიყვარულე ადამიანის ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.♈ვერძი: ვერძები ყველაზე იმპულსური და მოუთმენელი ნიშანია; მათი მოქმედება ყოველთვის უსწრებს აზრს და ამიტომ სწრაფი და მოკლევადიანი ურთიერთობებით რეკორდსმენებად არიან მიჩნეული. სამაგიეროდ, წლებთან ერთად ამ ნიშანსაც სწყალობს ბედი. მათი დიდი გამოცდილება და ბუნებრივი სექსუალობა ბევრს ხიბლავს. ♉კურო: 2022 წელს თქვენს საყვარელ ადამიანთან სათუთ და რომანტიკულ ურთიერთობებში გაატარებთ. ყველა წყენა და ჩხუბი წარსულს ჩაბარდება. მარტოხელები პირადი ცხოვრების მოგვარებას წლის მეორე ნახევარში შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ნაცნობების წრეს - შესაძლოა, თქვენი ცხოვრების სიყვარული სწორედ მათ შორისაა.♊ტყუპი: მთელი წელი თქვენი პირადი ცხოვრება არასტაბილური იქნება. 2022 წლის პირველ ნახევარში, შესაძლოა, დეპრესიაში ჩავარდეთ იმის გამო, რომ თქვენ გვერდით საყვარელი ადამიანი არაა. დანარჩენი დრო კი უფრო მშვიდად ჩაივლის. შესაძლებელია ხანმოკლე ინტრიგები და რომანები, მაგრამ ბედნიერი ფინალი, სამწუხაროდ, მოსალოდნელი არაა.♋კირჩხიბი: 2022 წელს ბევრი თქვენგანი შეხვდება თავის სიყვარულს. დიდია ალბათობა, რომ ეს სამსახურებრივი რომანი იყოს. თუმცა ურთიერთობების აფიშირება არ იჩქაროთ, რადგან მოშურნე ადამიანებს ამ კავშირის დანგრევის სურვილი შეიძლება გაუჩნდეთ. ძალიან იღბლიანი წელია მათთვის, ვისაც ოჯახის შექმნა აქვს გადაწყვეტილი. ქორწილის დაგეგმვა ზაფხულის პერიოდში აჯობებს.♌ლომი: 2022 წელს საჭირო არაა სასიყვარულო ავანტიურებში ჩაიძიროთ და საკუთარ ემოციებს აჰყვეთ. არაგონივრული საქციელის გამო შეიძლება თქვენს მყარ ურთიერთობებს ავნოთ. მათ, ვისაც პარტნიორი არ ჰყავს, თამამად შეუძლია მისი ძებნა, პაემნებზე სიარული. არ შეუშინდეთ პირველი ნაბიჯების გადადგმას. ქალწული: ქალწულებს სასიყვარულო ფრონტზე დანარჩენ ნიშნებზე მეტად გაუმართლებს. ბევრი შეძლებს იღბლიანად დაქორწინებას. თავისუფალი ქალწულები იპოვით ადამიანს, რომელიც ბედნიერად გაქცევთ.♎სასწორი: მარტოხელა სასწორებს სიყვარულთან შეხვედრის შანსი ახალი წლის პირველივე დღეებში გაქვთ. ვისაც ჰყავს სასიყვარულო პარტნიორი, გაზაფხულამდე ყველაფერი მშვიდად და ჰარმონიულად იქნება. მაისში კონფლიქტებია მოსალოდნელი. სჯობს, თავიდან აიცილოთ სერიოზული გაუგებრობები, რომ ურთიერთობები განხეთქილებით არ დამთავრდეს.♏მორიელი: 2022 წელი თქვენთვის გადამწყვეტი იქნება სიყვარულის სფეროში. უკომპრომისოდ ჩამოიცილებთ ყველას, ვინც წინსვლაში გიშლით ხელს. იფრთხილეთ, რამდენჯერმე დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. წლის ბოლო - დეკემბრის მეორე ნახევარი გიჩვენებთ, როგორი სიყვარული გჭირდებათ და მისცემთ თუ არა თავს ამის უფლებას.♐მშვილდოსანი: არ ღირს, რომ პარტნიორს ბევრი მოსთხოვოთ, განსაკუთრებით წლის დასაწყისი არაა საუკეთესო დრო იმისთვის, რომ უკმაყოფილება გამოთქვათ. ამან ხანგრძლივ ჩხუბამდე შეიძლება მიგიყვანოთ. მარტოხელებს პარტნიორის შეხვედრის ყველაზე დიდი შანსი სერიოზული ურთიერთობებისთვის ზაფხულში გაქვთ.♑თხის რქა: 2022 წელს კარდინალური ცვლილებები გელოდებათ. სიყვარულთან შეხვედრის ყველაზე დიდი შანსები გაქვთ იანვარში, აპრილში, ივლისსა და ოქტომბერში. თუ სერიოზული ურთიერთობები არ გაინტერესებთ, თამამად მიჰყევით ვნებათა ოკეანეს, გატაცებებს, ხანმოკლე რომანებს. ძალიან კარგი წელია ქორწინებისთვის. თუნდაც ეს ერთი ნახვით სიყვარული იყოს, ენდეთ გრძნობებს - 2022 წელს ოჯახის შექმნა ბედნიერ ადამიანად გაქცევთ.♒მერწყული: მარტოხელა მერწყულებმა 2022 წელს თავი უნდა აარიდოთ ძველი კავშირების აღდგენას. ეს მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. ვისაც პარტნიორი ჰყავს, ეჭვებმა შეიძლება შეიპყროს, რაც, ბუნებრივია, ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ დააყენებს. ეცადეთ, ეჭვიანობით არ გააფუჭოთ ჰარმონიული ურთიერთობები.♓თევზები: წლის დასაწყისი არანაირ სერიოზულ ცვლილებებს არ გპირდებათ პირად ცხოვრებაში. ისარგებლეთ თავისუფლებით და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ ცხოვრებისგან, რადგან უკვე გაზაფხულზე მოულოდნელი ნაცნობობა შეიძლება თქვენი ცხოვრების დიდ სიყვარულად იქცეს. სამსახურებრივი რომანის გაჩაღებას 2022 წელს ვარსკვლავები არ გირჩევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×