დახურვა
სტილი
15.11.2021

მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია ახალბედა მშობლობას ერთად უმკლავდებიან და ახერხებენ, რომ პატარას მოვლასთან ერთად, პროფესიულადაც არ მოდუნდნენ.

"თავიდან გიჭირს იმის გაცნობიერება, რომ უკვე პატარა გყავს და ამ პროცესს ბევრი სირთულეც ახლავს თან, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, ერთხელ რომ გაგიღიმებს, ყველანიარი დაღლა და სანერვიულო გავიწყდება. მეც და კრუასანის მამაც უკვე ისე ვართ, სახლიდან რომ გავდივართ, ერთი სული გვაქვს, უკან როდის მოვალთ. დედაჩემი მიგზავნის ხოლმე ფოტოებს, როცა იღვიძებს და როგორც კი საქმეებს მოვრჩებით, უკვე ისე გვენატრება, ორივე გიჟებივით გამოვრბივართ სახლში (იცინის).

ბევრი ახალბედა დედა მწერს სირთულეების შესახებ: უძილობა, ნერვიულობა, გადაღლილობა, კი, ეს პრობლემები მართლა არსებობს, მაგრამ ცოტა მოვითმინოთ და აუცილებლად დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს. პირველი პერიოდი მართლა ძალიან მიჭირდა და დედა მეხმარებოდა. ჩემი აზრით, თუ დახმარება გჭირდება, აუცილებლად უნდა ითხოვო. მეგობარი, ახლობელი თუ ვინც არ უნდა იყო, ამ დროს ქალს აუცილებლად უნდა ჰკითხო, სჭირდება თუ არა დახმარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. თუმცა, ახლა ისეთი დროა, ჩემმა მეგობრებმა საერთოდ ვერ ნახეს კრუა. ბავშვი ნათლიებსაც კი არ ჰყავთ ნანახი, როცა ჩემს გაზრდაში დედაჩემისა და მამაჩემის მთელი სამეგობრო იღებდა მონაწილეობას. გმირია ყველა ის ქალი და კაცი, ვინც მარტო ზრდის ბავშვს, ყველანაირი დახმარების გარეშე,"- განუცხადა მარიტა ჯანაშიამ "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×