დახურვა
სტილი
17.11.2021

19 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა. ასტროლოგების თქმით, ეს მოვლენა ადამიანებს ცვლილებების აუცილებლობაზე დააფიქრებს. ამ პერიოდში კარგი იქნება დაფიქრება და არასაჭირო კავშირებისა თუ ნივთების მოსაშორებლად. ასტროლოგ ქეთი ვაწაძის პროგნოზით, სასურველია, 19 ნოემბერს ჰარმონიული განწყობა და სიმშვიდის შენარჩუნება.

„პარასკევს, 19 ნოემბერს გვაქვს ამ წლის ბოლო, ნაწილობრივი მთვარის დაბნელება, რომელიც ხსნის ე.წ. დაბნელების დერეფანს, რომელიც 4 დეკემბერს, მზის დაბნელებით დასრულდება.

უკვე ბევრმა იცის, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, საყურადღებო პერიოდი, რომლის მსვლელობისას თითოეულ ადამიანს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მოეთხოვება. დაბნელება იწყება თბილისის დროით 10:02 წუთზე, ხოლო მისი მაქსიმალური ფაზა, ასევე თბილისის დროით 13:02 წუთზე უწევს, დაბნელება სრულდება 16:03 წუთზე. დაბნელებების დროს სამყარო გვაძლევს მნიშვნელოვან მინიშნებებს, რაზე უნდა ვთქვათ უარი, რათა ცხოვრება გავიუმჯობესოთ... მიაქციეთ ამ პერიოდში მომხდარ ცვლილებებს ყურადღება. დაბნელების პერიოდი კარგია ყველაფერი დრომოჭმულის, უფუნქციოს, არასაჭიროს მოსაშორებლად. დაფიქრდით, რისი მოშორება გსურთ? რა გაწუხებთ? რა გიშლით ხელს წინსვლასა და საკუთარ თავთან ჰარმონიულ ყოფნაში? მიიღეთ გადაწყვეტილება და სწორედ დაბნელების მომენტში სთხოვეთ სამყაროს ამ არასაჭიროსგან გათავისუფლება, გააკეთეთ ვიზუალიზაცია და გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ, იქონიეთ რწმენა და ეს, მართაც მოხდება. დაბნელბის დერეფანში სჯობს არაფერი მნიშვნელოვანი არ დავიწყოთ, უნდა ვაკეთოთ მხოლოდ მიმდინარე უმნიშვნელო, ყოველდღიური საქმეები. უშუალოდ დაბნელების დღეს შევეცადოთ შევხვდეთ შინაგანად ჰარმონიულ, მშვიდ განწყობაზე, აგრესიის, წყენის, შიშისა და სხვა ნეგატიური გრძნობების გარეშე. ეს დაბნელება ხდება მორიელი კუროს ღერძზე და ამიერიდან, უახლოესი ორი წელიწადი, ისევ ამ ნიშნებში განმეორდება. ეს ნიშნები, კურო - მორიელი პასუხს აგებენ ფინანსებზე, თვითშეფასებაზე, პირად ენერგიასა და საკუთრებაზე და უახლოესი წლების აქცენტი, რადგან აღმავალი კვანძი კუროს ნიშანში ხვდება, სწორედ მატერიალური სფეროს მნიშვნელობასა და სტაბილურობაზე, მყარად ფეხზე დგომის უნარების გამომუშავებასთან იქნება მიმართული, ნაცვლად დაღმავალი მორიელისა, რაც მოგვიწოდებს უარი ვთქვათ ნეგატიურ ჩვევებზე, შიშსა და ფინანსურ დამოკიდებულებაზე. თითოეულმა ადამიანმა უნდა შეძლოს და იპოვოს თანხების გამომუშავების ახალი, ალტერნატიული გზები, ისწავლოს მატერიალურ სამყაროსთან სწორი მიდგომა, მიაღწიოს ენერგეტიკულ სიძლიერესა და სტაბილურობას.უახლოესი ორი წელიწადი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ფიქსირებული ნიშნებისთვის, როგორებიცაა კურო, მორიელი, ლომი და მერწყული - მათ თავიანთი ცხოვრების ძირეულად შეცვლის საშუალება ეძლევათ. როგორც წესი, დაბნელებებისა სავსემთვარეობის დროს ადამიანებში მატულობს ემოციურობა, მგრძნობელობა, გაღიზიანება, ბევრ ადამიანს უმწვავდება ქრონიკული დაავადებები. გულ-სისხლძარღვთა სისტემების პრობლემებმა, შაკიკმა, თავის ტკივილებმა რომ არ შეგაწუხოთ, დროულად მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე გადაადგილებისას, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს აკონტროლეთ აგრესია, შეძლების გვარად შეინარჩუნეთ სიმშვიდე. წინ მნიშვნელოვანი პერიოდია. შეეცადეთ მშვიდად, წინდახედულად გაიაროთ თითოეული დღე და ყველაფერი კარგად იქნება. სიკეთეს გისურვებთ“, - წერს ქეთი ვაწაძე.

წყარო: digest.pia.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×