დახურვა
სტილი
22.11.2021

ყველა ზოდიაქოს ნიშანი უნდა მოემზადოს აქტიური მოქმედებისკენ, 3 დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს შედარებით კარგი პერიოდი. დედამიწა დღეიდან გადავიდა დადებით ენერგო ველში. 3 დეკემბრის შემდეგ ისევ გვექნება კოსმიური შტორმი, ამიტომ ყველას ვთხოვ. ეს კვირა გამოიყენოს მაქსიმალურად - განაცხადა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.

მისი თქმით, დღეს მზე ტოვებს მორიელის ნიშანს და გადადის მშვილდოსანში 1 თვით, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებში მოიმატებს ოპტიმიზმი, კეთილშობილება და კომუნიკაბელურობა. ამ კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა. 

ვერძი - ნელ-ნელა გამოცოცხლდება, მოიმატებს ენერგიულობა და ის რაც წინა კვირას გიჭირდათ, ახლა გაგიმარტივდებათ. პოპულარობა თქვენი მატულობს. 

კურო - ენერგოტონუსი მატულობს, მაგრამ გაითვალისწინეთ რადგან ახლა მზე გადის მის მე-8 ასტროლოგიურ სახლს, რომელიც მართავს საიდუმლოს, აუცილებლად უნდა გაასაიდუმლოვოს მისი იდეები, თუ ამას გააკეთებს, მისთვის ეს პერიოდი კარგი იქნება.

ტყუპები - მატულობს ემოციურობა და ხასიათის ცვლილება, ამიტომ გააკონტროლეთ ემოციურობა, რომ ეს პერიოდი თქვენთვის იყოს კარგი. შესაძლებლობები წარმატებისა მატულობს, როგორც სასიყვარულო კუთხით, ასევე პროფესიული კუთხითაც. აკონტროლეთ თქვენი ბიუჯეტი.

კირჩხიბი  - ენერგოტონუსი ნელ-ნელა იკლებს. პერიოდი კარგია ახალი ურთიერთობების დასაწყებად, ასევე ინტერნეტიდან შეიძლება მოიძიოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყურადღება გმართებთ ფარული ჭორების მიმართ, რადგან ხართ შარმიანები და სწორედ ამიტომ იმატებს ფარული მტრები. 

ლომი  - აი, ვინ არის კვირის ფავორიტი ნიშანი. მიმზიდველია საოცრად, მან შეიძლება ფინანსური შესაძლებლობა გაიუმჯობესოს, თუმცა რადგან მისი ენერგოტონუსი მატულობს ყველაფერი უნდა სწრაფად ქნას, რაც აფერხებს მის წარმატებას.

ქალწული - ძალიან წარმატებულია, ამ კვირაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების და პირადი ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა არის. 

სასწორი - ხალხს იზიდავს, მატულობს დიპლომატია, ამიტომ კარგია უცხოელებთან ურთიერთობა. წარმატების შესაძლებლობას ორგანიზმი გაძლევთ, ამიტომ იაქტიურეთ.

მორიელი - ჯერ კიდევ გრძელდება მათთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, მათ შორის ფინანსური კუთხითაც, შესაძლოა ძველი საქმეებიდან მიიღოს დივიდენდები. შარმი და მიმზიდველობა მათ ხელშია. გამოიყენეთ ეს კვირა, რადგან შემდეგ კვირაში მსგავსი შანსები არ გექნებათ.

მშვილდოსანი - დღეიდან ამობრწყინდებიან, მზე მათ ნიშანში გადავიდა, აი, ვინ არის 1 თვის განმავლობაში ყველაზე იღბლიანი ნიშანი. წარმატებებს კვირის მეორე ნახევრიდან უფრო იგრძნობთ, თუ რაიმე სახის პრობლემები გქონდათ სამსახურში ყველაფერს მოაგვარებთ, ვალებსაც გაისტუმრებთ. კარგი პერიოდია ახალი ურთიერთობებისთვის. შესაძლებლობის შანსი გაქვთ ყველა კუთხით, ამიტომ გამოიყენეთ. 

თხის რქა  - ბოლო წარმატებული კვირა აქვთ, შემდეგი კვირიდან იწყება წლის განმავლობაში ყველზე რთული პერიოდი, ამიტომ გამოიყენეთ ეს კვირა მაქსიმალურად. 

მერწყული  - გამოცოცხლებას ნელ-ნელა გრძნობს, მატულობს ენერგო ტონუსი. გაიუმჯობესებს კოლეგებთან ურთიერთობებს. წარმატებულია შემოქმედებითი კუთხით, ასევე აქვს შანსი ახალი ურთიერთობის დაწყების.

თევზები - ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით და ნუ აიღებთ დიდ პასუხისმგებლობას, დაეყრდენით მეტად ინტუიციას. თუ გადატვირთვის და გადაღლის გარეშე იმუშავებთ, ეს კვირა კარგია მატერიალური დისიდენტების მისაღებად. თუმცა გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, ნუ გადაიტვირთებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×