დახურვა
სტილი
04.12.2021

12 ზოდიაქოს ნიშნიდან თითოეულს ახალ წელს ერთი იღბლიანი თვე მაინც ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ამისთვის ბევრი მუშაობა დასჭირდება, ზოგს კი იღბალი კარზე თავად მიუკაკუნებს, 2022 წელი ბედნიერებას მაინც ყველას ჰპირდება.

რომელი თვე იქნება ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანები თავს საუკეთესოდ გრძნობენ აპრილსა და მაისში, ქალწული აგვისტოსა და სექტემბერში, თხის რქა კი - დეკემბერსა და იანვარში.

ჰაერის ელემენტის ნიშნების შემთხვევაში სიტუაცია ასეთია: ტყუპები წარმატებას მიაღწევენ მაისსა და ივნისში, სასწორი - სექტემბერსა და ოქტომბერში, ხოლო მერწყულს იღბალი გაუღიმებს იანვარსა და თებერვალში.

რაც შეეხება წყლის ელემენტის ნიშნებს, კირჩხიბების ცხოვრება სავსე იქნება წარმატებებითა და შესაძლებლობებით ივნისსა და ივლისში, მორიელებს იღბალს მოუტანს ოქტომბერი და ნოემბერი, ხოლო თევზებს - თებერვალი და მარტი.

ვერძს ივლისსა და აგვისტოში ბედნიერება და იღბალი ელის არამხოლოდ ფინანსურ საკითხებში, არამედ სიყვარულისა და პირადი ურთიერთობების მიმართულებითაც. ლომს წარმატება ნოემბერსა და დეკემბერში ელის, მშვილდოსანს კი ბედი მარტსა და აპრილში გაუღიმებს.

მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანები მაისსა და ივნისში ნებისმიერ პროფესიულ სირთულეს ადვილად გადალახავენ, მათზე დაკისრებული ყველა დავალება წარმატებული აღმოჩნდება. ამ თვეებში ისინი წარმატებულები იქნებიან პირად ცხოვრებაშიც. მერწყულის ცხოვრება სავსე იქნება რომანტიკით და მათი ქორწინება უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე.

შემოდგომა სასწორის დროა. 9-დან 30 სექტემბრამდე მათ კარგი ამბები ელით. ეს შეიძლება იყოს სამსახურში დაწინაურება ან ახალი ურთიერთობის დაწყება.

ტყუპები წარმატებას მიაღწევენ სამსახურში, განსაკუთრებით მაისსა და ივნისში, მას ბევრი კარიერული შესაძლებლობა გაეხსნება. რაც შეეხება სიყვარულს, 2022 წელი საკმაოდ საინტერესო იქნება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იანვარსა და ოქტომბერს - ნუ დახარჯავთ ენერგიას ფუჭად, კონცენტრირდით იმაზე, რაც გსურთ.

თევზები შემოქმედებითი ადამიანები არიან და ეს თვისება გამოგადგებათ აპრილსა და მაისში. ისინი ჩვეულებრივზე აქტიურები იქნებიან, რაც მათ პროფესიულ სარგებელს მოუტანს. მარტოხელა თევზებს შესაძლებლობა ექნებათ დაიწყონ ახალი ურთიერთობები და იპოვონ ნამდვილი სიყვარულიც კი.

დასასრულს, 2022 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ტრანსფორმაციებით სავსე დაუვიწყარ პერიოდს გვპირდება. მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ იღბლიანი ნიშნების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეს არ ნიშნავს რომ წინ წარმოუდგენელი ცხოვრებისეული გამოცდილება არ გელით. ასე რომ, კარგად მოემზადეთ ახალი წლისთვის და მზად იყავით მოულოდნელი სიახლეებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×