დახურვა
სტილი
08.12.2021

4 დეკემბრამდე დედამიწის ბიოსფეროს ჯერ კიდევ შეუნარჩუნდება წინა პერიოდის პოზიტიური კოსმიური ზემოქმედება. მაგრამ 5 რიცხვის შემდგომ, სიტუაცია დაიწყებს გაუარესებას და ყველაზე რთული აღმოჩნდება 9-16 დეკემბრის დროის შუალედი, რომელიც 2021 წლის ყველაზე რთულ პერიოდად შეიძლება, ჩაითვალოს. ამ დროს დედამიწა ნეგატიური გავლენის ზონაში აღმოჩნდება, რაც ნეგატიურად იმოქმედებს არა მარტო მოვლენებზე, არამედ ცალკეულ ადამიანზე, მათ ჯანმრთელობასა და განწყობაზე. ბევრის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

ამგვარი სერიოზული დესტრუქციული პერიოდი, უარყოფითად აისახება ტექნიკის მუშაობაზე, რაც ზრდის ავარიების ალბათობას. პერიოდი ნეგატიურად აისახება სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ის წინააღმდეგობები, რომლებიც ამ დრომდე არ იქნება დარეგულირებული, ისევ გამწვავდება. ამიტომ, საერთაშორისო არენაზე დაიწყება როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო გლობალური საზოგადოებრივი საკითხების შესწავლა და მოგვარება. ეს ეხება როგორც ცალკეული ადამიანების პირად და საოჯახო ცხოვრებას, ისე პოლიტიკურ სფეროს. მოიმატებს გაღიზიანება, უკმაყოფილება, აგრესია, პრეტენზიულობა, მომთხოვნელობა და კონფლიქტურობა. არაა გამორიცხული დაპირისპირებები და მღელვარება სხვადასხვა ფილოსოფიური და რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შორის.

სიტუაცია დაიწყებს გამოსწორებას ზამთრის ბუნიობის დღეს, ანუ 21 დეკემბერს. 23 რიცხვიდან, მზე გადაინაცვლებს თხის რქის ზოდიაქოში, მთვარის კვანძები კი შესაბამისად, კუროსა და მორიელის ზოდიაქოში აღმოჩნდება, რაც ახალ შესაძლებლობებს წარმოქმნის ბიზნესსა და კარიერული ზრდისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×