დახურვა
სტილი
16.12.2021

19 დეკემბერს ბოლო სავსემთვარეობაა - ასტროლოგის რეკომენდაციები

2021 წლის 19 დეკემბერს, თბილისის დროით 08:35 საათზე, ტყუპების 28°-ზე, წლის ბოლო სავსემთვარეობაა. ეს ასტროლოგიური მოვლენა დიდ გავლენას მოახდენს ყველა ადამიანზე, რადგან ამ დღეს ვენერა გადადის რეტროგრადულ მოძრაობაში (2022 წლის 30 იანვრამდე). ამ დროს პლანეტა სიყვარულის, ფულის, ურთიერთობების ფაზაშია და ეს იშვიათად ხდება - ყოველ 1,5 წელიწადში ერთხელ. 

2021 წლის 19 დეკემბრის სავსემთვარეობიდან 2022 წლის 2 იანვრის ახალ მთვარემდე პერიოდში, არის დიდი შესაძლებლობა, დაიბრუნოთ ღირებული ურთიერთობები, განაახლოთ საქმიანი პარტნიორობა.

დეკემბრის ბოლომდე, არ არის გამორიცხული შეცდომების დაშვება, უსარგებლო გადაწყვეტილებების მიღება, წვრილმანებზე ჩხუბი ნათესავებთან, ისეთი ნივთების ყიდვა, რასაც არაფერში გამოიყენებთ. შეეცადეთ, 2022 წლის იანვრის ბოლომდე, არ ჩაატაროთ ექსპერიმენტი გარეგნობაზე, არ შეცვალოთ იმიჯი და არ განაახლოთ გარდერობი.

დეკემბრის მესამე ათწლეულის თან ახლავს არა მხოლოდ წინასაახალწლო სამუშაოები. ასევე მოგიწევთ დიდი რაოდენობით ინფორმაციასთან მუშაობა და ანალიზი..  ამ პერიოდში ადამიანები ბევრ ფულს ხარჯავენ, ამიტომ, მცირე ბიზნესი ამ პერიოდში იხეირებს .

სავსემთვარეობის დღეს, შანსი მოგეცემათ ბევრი რამ დაიწყოთ ნულიდან. ხელსაყრელი გარემოებები იქმნება პირად ან საქმიანი ურთიერთობებში ადრე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. 

19 დეკემბერს სავსე მთვარე ბევრ დასამახსოვრებელ მოვლენას მოიტანს.  2022 წლის 2 იანვარს ახალმთვარეობამდე თხის რქაში რეტროგრადული ვენერას და პლუტონის შეერთების ასპექტი იმუშავებს. ტყუპებში სავსე მთვარის მმართველი მერკური უახლოვდება ამ პლანეტებს, სამი პლანეტის გაერთიანება 28-31 დეკემბერს მოხდება. 

წლის ბოლოს, კარგი შესაძლებლობებიო შეიქმნება ვალებისაცდა დაფარვისთვის. საუკეთესო დროა აიღოთ ინიციატივა და განაახლოთ სასარგებლო კონტაქტები, აღმოიფხვრათ წარსული გაუგებრობები.

ყველაზე მეტად სავსე მთვარის ენერგიას ტყუპებისა და მშვილდოსნის ნიშნების წარმომადგენლები შეიგრძნობენ. შეიძლება იყოს კონფლიქტი ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის, დადგება რთული არჩევანის გაკეთების აუცილებლობა. სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში დაძაბულობა ხელს უწყობს სირთულეებს სამუშაოსა და ფინანსურ საქმეებში. შფოთვამ, ნერვიულობამ, შეიძლება გააძლიეროს ქრონიკული დაავადებები. 22 დეკემბრიდან გაგიადვილდებათ პრობლემების მოგვარება ცხოვრების ყველა სფეროში.

ქალწულებსა და თევზებს დაბრკოლებები ექმნებათ საპირისპირო სქესის მიმართ.  სიტუაციას გაართულებს ახირებები, წინააღმდეგობრივი მისწრაფებები. შეიძლება წარმოიშვას სირთულეები სოციალურ სფეროში და ოჯახში შეეცადეთ იყოთ ნაკლებად აქტიური სავსემთვარეობის წინა და შემდეგ დღეებში - ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ არასწორი გადაწყვეტილებები, კონფლიქტები და სერიოზული პრობლემები.

ვერძი, ლომი, სასწორი, მერწყული მიიღებენ ხელსაყრელ შესაძლებლობებს ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. დაგეგმვა და ქმედებებში თანმიმდევრულობა გეხმარებათ წარმატებაში. თუმცა, არსებობს იღბლიანი შანსის ხელიდან გაშვების რისკი შესაძლებლობებში გაჩენილი ეჭვების გამო. გაძლიერებული და მდიდარი ფანტაზია საშუალებას გაძლევთ იპოვოთ უპირატესობა თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში.  ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებისთვის, წლის ბოლოს, ზოგადად, წარმატებული შეიძლება ეწოდოს. 

სავსემთვარეობის დღეებში კურო, კირჩხიბი, მორიელი, თხის რქა უფრო მაყურებელია მოვლენების, ვიდრე მონაწილე. ერთის მხრივ, შესაძლო ნეგატიური მხარე გვერდს აგივლით, მაგრამ მეორე მხრივ, 19 დეკემბერს სავსე მთვარეს თქვენთვის ბევრი დადებითი მხარეც ექნება. დეკემბრის მესამე დეკადაში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მეტი შეგიძლიათ და ამის რეალიზებასაც შეძლებთ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×