დახურვა
სტილი
21.12.2021

"21 დეკემბერს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი დღეა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელშია ეზოტერიკოსი ნანა როდონაია წერს.

როდონაია ამ დღის მნიშვნელობაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ადამიანებს კონკრეტულ რჩევას აძლევს. 

21 დეკემბერს იწყება ის ცვლილებები, რომლის მსგავსი სამყაროში, 3 ათას წელიწადში ერთხელ ხდება!

21-ში არის მზებუდობა - ახალი მზის დაბადება. ფაქტობრივად, ძველი მზე კვდება, ასე ეწოდება ამ მოვლენას ასტროლოგიაში. ამასთან, საზოგადოება და სამყარო გადადის ცნობიერებისა და მენტალური განვითარების მეხუთე განზომილებაში. ხდება კვანტური ცვლილება, ასეთი რამ 3 ათას წელიწადში ერთხელ ხდება. შუმანის სკალის მიხედვით, თუ ჩვენ აქამდე ვცხოვრობდით 20-დან 30-ჰერცამდე ვიბრაციულ სიხშირეში - დედამიწაც ამ სიხშირეზე იყო მომართული და ადამიანებიც, 21 დეკემბრიდან ჩვენ სამყაროს გადავყავართ 40 ჰერციან სიხშირეზე.

წარმოდგენა რომ გვქონდეს, რას ნიშნავს ეს, გეტყვით - შიში არის 1,5 ჰერცი სიხშირის, ხოლო ბოღმა-წყენა 2,5 ჰერცი, კეთილშობილება - 150 ჰერცი, სიყვარული - 250 ჰერცი. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსი უკვე ადამიანებისაგან კატეგორიულად ითხოვს მეტ სიყვარულს, მეტი კეთილშობილების გამოვლენას, სიკეთის წინა პლანზე წარმოჩენას, რათა ჩვენ 40 ჰერცზე დაბლა არ დავეშვათ. თუ ადამიანი ივლის ბოღმის, წყენის და შურის გზით, 40 ჰერცამდე თუ ვერ ავიდა თავისი ვიბრაციული მუხტით, ასეთი ადამიანი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. ასე რომ ვიაროთ სიკეთის და სიყვარულის გზით, რაც უფლის გზაა და სწორედ უფლის გზაზე მავალთ ყოველთვის იხსნის უფალი! წინ გველის 2022 წელი სიხარულით და სიყვარულით სავსე! უფალმა მისცეს სრულიად სანაყაროს მშვიდობა!“, - წერს ნანა როდონაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×