დახურვა
სტილი
28.12.2021

სულ რამდენიმე დღეში ახალი 2022 წელი დადგება. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი და საზოგადოებას რჩევებს აძლევს. ამჯერად, ასტროლოგმა რუსთავიის ეთერში წინა საახალწლო ტრადიციაზე ისაუბრა.

„31-ში, დაახლოებით, 15-20 წუთით ადრე, სანამ დაიწყება ახალი წელი, ვიღებთ 6 ცალ სხვადასხვა ფერის სანთელს. ერთი თუ იქნება ლურჯი, მეორე უნდა იყოს შავი. მესამე თუ იქნება ყვითელი, მეოთხე უნდა იყოს წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და ყავისფერი. ვანთებთ ამ სანთლებს და მადლობას ვუხდით წინა წელს ყველაფრისთვის. ასე ვისტუმრებთ წინა წელს და 31 -ში უკვე თითოეულ ამ სანთელს სურვილს ჩავუთქვამთ. 6 სურვილის ჩაფიქრება შეგვიძლია. 1 თებერვალს შეგვიძლია  კიდევ მივეგებოთ ვეფხვს. ორი სიმბოლიკა უნდა გვქონდეს მაგიდაზე: ვეფხვის და ხარის. ხარის წინ დავდოთ ცოტა მწვანილი, ხოლო ვეფხვს პატარა ნაჭერი უმი ხორცი. 1 თებერვალს მხოლოდ ვეფხვის სიმბოლიკა დატოვეთ მაგიდაზე. რა არ უყვარს ვეფხვს? ცხვრის ხორცი ნაკლებად ან გამოვრიცხოთ საერთოდ. 31 -ში და 1 თებერვალს თავი შეიკავეთ ლუდის დალევისგან. ასევე, ბრინჯი და თევზეული არ არის საჭირო. სამაგიეროდ, საცივიდან დაწყებული, მამაპაპური საჭმელები შეგიძლიათ დადოთ მაგიდაზე. ვეფხვი ჭამს ტახს. როდის დაიწყო ვირუსი? 2019-ში ტახის წელში, ანუ ვეფხვი მოგვიტეხავს აი, ამ ვირუსის პრობლემებს და გაჩნდება ახალი წამალი, რომელიც შეგვიცვლის ყველა სახის ინექციებს.

უახლოესი 2 წელი იქნება სასიხარულო ცვლილებების წელი. წითელი ფერი, აქსესუარების სახით, კარგი იქნება გაიკეთოთ. შავ-ლურჯია ვეფხვის ფერები“,- განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×