დახურვა
სტილი
29.12.2021

ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, სადღესასწაულო სამზადისი კი აქტიურ ფაზაში შედის, მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს და როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ მოვემზადოთ მომავალი წლისთვის?

ქვემოთ წარმოდგენილია ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ვეფხვის წლის შესახებ, რათა 2022 წელმა იღბალი, ჯანმრთელობა და წარმატება მოგიტანოთ - ეს ხომ ყველას გვჭირდება?!

როდის არის მთვარის ახალი წელი?

ჩინური ახალი წელი 2022 წლის 1-ელ თებერვალს, სამშაბათს აღინიშნება.

რას ნიშნავს ვეფხვის წელი ჩინურ ასტროლოგიაში?

ვეფხვის წელი ჩინური ზოდიაქოს 12 ასტროლოგიური ნიშნიდან მესამეა. მთვარის ახალი წელი ნიშნავს გადასვლას ერთი ნიშნიდან მეორეზე, რომელიც, ამ შემთხვევაში, არის ხარიდან გადასვლა ვეფხვში.

ვეფხვის წელი ყოველ 12 წელიწადში ერთხელ დგება. ასე რომ, თუ თქვენ დაიბადეთ 1962, 1974, 1986, 1998 ან 2010 წლებში, მაშინ ეს თქვენი წელია.

ჩინურ ასტროლოგიაში თითოეულ ნიშანს ასევე მართავს მიწიერი და ზეციური შტო. 2022 წელი იქნება „წყლის ვეფხვის“, რომელსაც ხის ელემენტი მართავს.

რას წარმოადგენს ვეფხვის წელი ჩინურ ზოდიაქოში?

ვეფხვები დამოუკიდებელი, უშიშარი, ლოიალური და მაღალი თვითშეფასების მქონე ცხოველები არიან. ვეფხვები ძლიერები არიან უბედურების წინაშე და არასოდეს იხევენ უკან გამოწვევისგან. ისინი დაჟინებულები და მტკიცეები არიან. თავისუფალი ბუნება და სამართლიანობის ძლიერი გრძნობა მათი ყველაზე დიდი სიძლიერე და სისუსტეა, რადგან ამან შეიძლება აქციოს ისინი მეამბოხეებად. იმის გამო, რომ ეს წელი წყლის ვეფხვისაა, შეგიძლიათ ელოდოთ კეთილდღეობას ურთიერთობებსა და ოჯახურ ცხოვრებაში. ვეფხვებს შეუძლიათ კარიერაში წარმატების მოტანა შრომისმოყვარეობითა და მონდომებით.

რა მოგვიტანს იღბალს ვეფხვის წელში?

მწვანე და ლურჯი ფერები წარმატებასა და კარგ ბედს მოუტანს ვეფხვებს 2022 წელს. იღბლიანი რიცხვებია 1, 3 და 7. ეცადეთ თავი აარიდოთ თეთრ ფერს და 4 და 9 ნომრებს მთელი წლის განმავლობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×