დახურვა
სტილი
03.01.2022

ვერძი

ემოციებისა და ვნების გავლენის ქვეშ ხართ. აკონტროლეთ სურვილები. კარგი კვირაა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. უქმეებზე არაფერი დაგეგმოთ. შეიძლება ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალოს.

კურო

ცოტა შენელებული იქნებით, ამიტომ მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეები მოაგვარეთ. კარგი იქნება, თუ მეტ დროს გაატარებთ ბუნებაში. უქმეებზე მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას ნათესავებთან.

ტყუპი

ორშაბათიდან ცვლილებები მოგინდებათ. შეიძლება განაახლოთ რომანტიკული ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც დიდი ხნის წინ გიყვარდათ. კარგი კვირაა ახალი პროექტების დასაწყებად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

კირჩხიბი

დაიწყეთ ახალი მიზნების განხორციელება. მოერიდეთ სხვებისთვის რჩევების მიცემას და არც 

თავად მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, როცა ატყობთ, რომ კოლეგებს საქმეებში ჩართვა უჭირთ.

ლომი

ახალ წელს ახალი მწვერვალები უნდა დაიპყროთ. მიზანმიმართულად იმოქმედეთ, ღიმილითა და დიპლომატიურად მოაგვარეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

ქალწული

მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას. ეცადეთ, დაასვენოთ თვალები. ახალი კვირა ახალი პროექტებით უნდა დაიწყოთ. ნებისმიერ საქმეს მარტივად გაუმკლავდებით. შობა და უქმეები მშობლებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი

უამრავი საინტერესო მოვლენით დატვირთული კვირა გელით. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. იყავით დაკვირვებული, რომ არ გაეხვიოთ ფინანსურ ავანტიურაში. კვებაში თავშეკავება არ გაწყენდათ.

მორიელი

გაბედულება მოგემატებათ და ახალი პროექტების დაწყება არ გაგიჭირდებათ. წარმატება ელით სპორტსმენ და საზოგადო მოღვაწე ნიშნებს. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

მშვილდოსანი

სადღესასწაულო განწყობა მთელი კვირა გაგყვებათ. მოგინდებათ მეგობრული შეხვედრები, მაგრამ ეცადეთ, საქმეებისთვისაც გამონახოთ დრო, უქმეები კი სურვილისამებრ გაატაროთ. გაუფრთხილდით კუჭს.

თხის რქა

კარგი პერიოდია ახალი საქმეების დასაწყებად. იყავით თავდაჯერებული, დაივიწყეთ კომპლექსები. საქმეების პარალელურად დრო უნდა გამონახოთ ნათესავებისა და შვილებისთვის. იყავით მზად საჩუქრებისა და სიურპრიზებისთვის.

მერწყული

თუ თავისუფალი დრო გაქვთ, დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საყვარელ ადამიანთან ერთად კვირის მეორე ნახევარი რომანტიკულად გაატარეთ.

თევზები

უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, უთქვენოდ არაფერი გამოვა. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დაძაბვას. უქმეები შინ ერთად გაატარეთ, მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×