2022 წელს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგება, რა დროსაც გარდამტეხი მოვლენები მოხდება თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. მოვლენები დაბნელების დერეფანს უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი 30 აპრილიდან 16 მაისამდე და 25 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე პერიოდს ემთხვევა. გარდა ამ რამდენიმე კვირისა, გვექნება რეტროგრადული მერკური, რეტროგრადული მარსი და ურანისა და მარსის საბედისწერო შეერთება მომავლის კვანძში.
მნიშვნელოვანი თარიღებია:
14 იანვარი - რეტროგრადული მერკური გაიძულებთ, კარიერული და ფინანსური საკითხების გადაჭრას უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ.
3 თებერვალი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ნანატრი სტატუსის მიღწევაში დაგეხმარებათ.
2 მარტი - ახალი მთვარე თევზებში იუპიტერთან, ნეპტუნთან და მზესთან. მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ძველ ოცნებასთან, მოგზაურობასთან ან ახალ ურთიერთობასთან.
9 აპრილი - იუპიტერისა და ნეპტუნის შეერთება თევზებში პირველად 166 წლის შემდეგ. ფინანსური ოცნებების ახდენა.
30 აპრილი - დაბნელება კუროში. სოციალური სტატუსის შეცვლა ან ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვის ახალი ეტაპი.
1 მაისი - შავი მთვარე შედის კირჩხიბში. ახალი სახლის შეძენასთან დაკავშირებული პრობლემების ან დიდი მიზნების შესაძლო გამოვლენა.
11 მაისი - იუპიტერი ვერძში პირველად 12 წლის შემდეგ გადადის. ვერძის, ლომებისა და მშვილდოსნების ცხოვრება გაუმჯობესდება.
16 მაისი - დაბნელება მორიელში. გლობალური ტრანსფორმაცია, როდესაც თქვენი გამოცდილების ან საბოლოო გადაწყვეტილების წყალობით სამუდამოდ დაიწყებთ ახალ ცხოვრებას.
19 ივლისი - ურანისა და მომავლის კარმული კვანძის შეერთება. მოულოდნელი სიტუაცია, რომელიც გიბიძგებთ, წინ, უფრო შორს გაიხედოთ. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემოსავალთან, თვითშეფასებასთან, რესურსებთან, ონლაინ საზოგადოებებთან და ადამიანების ახალ ჯგუფებთან.
1 აგვისტო - მარსის, ურანის და მომავლის კვანძის კარმული შეერთება კუროში. მნიშვნელოვანი მოვლენა სამუშაოსთვის, ფინანსების გამომუშავებისთვის ან ჯანმრთელობისთვის.
21 აგვისტო - მარსი შედის ტყუპებში, სადაც ის 2023 წლის მარტის ბოლომდე იქნება. ამ დროს ის დიდ გავლენას მოახდენს ტყუპებზე, მშვილდოსანზე, თევზებსა და ქალწულზე - დიდი ძალისხმევა მოგიწევთ ურთიერთობებში, საბუთებთან, კონტრაქტებთან და მოგზაურობაში თქვენი მიზნების მისაღწევად. მაგრამ მერწყულები და სასწორები მამაკაცების მხარდაჭერის წყალობით სერიოზულ მიზნებს მიაღწევენ.
10 სექტემბერი - მერკური რეტროგრადულია სასწორში და შემდეგ ქალწულში. პირად ურთიერთობებში, ქორწინების მხრივ ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
25 ოქტომბერი - დაბნელება მორიელში ურანის წინააღმდეგ. მოულოდნელი ცვლილებები მოითხოვს უარი თქვათ დიდი ხნის წყენაზე, შიშებსა და კომპლექსებზე. ასევე, შესაძლებელია სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილება/ინვესტიცია.
8 ნოემბერი - დაბნელება კუროში. მკვეთრი ნახტომი სოციალურ კიბეზე ან შემოსავლის თვალსაზრისით.
8 დეკემბერი - სავსე მთვარე ტყუპებში, რომელიც გამარჯვებას მოუტანს საბუთების, დიპლომების, სერტიფიკატებისა და წოდებების საკითხებში. ასევე, სავარაუდოა ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესება და მანქანის ყიდვა.
21 დეკემბერი - ვერძში იუპიტერისა და ქირონის შეერთება. ახალი პროექტების დაწყება და სასამართლო დავების მოგებაა შესაძლებელი.