დახურვა
სტილი
17.01.2022

ამ კვირაში 3 მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს. დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველში შევიდა, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს. 

18 იანვარი, სამშაბათს არის სავსემთვარეობა, ამიტომ გთხოვთ, ეს დღე ფრთხილად გაიარეთ, შესაძლოა, ახალგაზრდებმა იგრძნოს ენერგიის მოჭარბება. არავითარი კამათი და დაპირისპირება, არ ასწიოთ სიმძიმეები და არ იდარდოთ არაფერზე. 

19 იანვარი, ოთხშაბათი - აღმავალი კარმული კვანძი, წლინახევრით გადადის კუროს ზოდიაქოს ნიშანში, სწორედ ამიტომ, ამ პერიოდის განმავლობაში ლიტერატურაში, საბანკო სისტემაში, სოფლის მეურნეობაში და მშენებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. საკრედიტო სისტემა საზოგადოებაზე უფრო მორგებული გახდება.

20 იანვარი, ხუთშაბათი - მზე ტოვებს თხის რქას და გადადის მერწყულის ზოდიაქოში, სიახლეების დრო დგება. ასტროლოგის თქმით სწორედ ამიტომ, შემდეგი 1 თვე სიახლეებისთვის და რეფორმებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იქნება.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება გამოცოცხლდებით, 20 რიცხვიდან თქვენი ენერგოტონუსი მატულობს. შესაძლოა იპოვოთ გავლენიანი პარტნიორები, რომელიც ახალ საქმეებს შემოგთავზებენ. 

კურო - ეს კვირა უფრო ჰარმონიული იქნება. შესაძლოა საინტერესო შეხვედრების წინაშე აღმოჩნდეთ და შემოქმედებითი კუთხით გაიზარდოთ. ხელმძღვანელებთან გაიუმჯობესებთ ურთიერთობას, რაც ხელს შეუწყობს წინსვლას სამსახურში.

ტყუპები  - თქვენ უკვე იწყებთ გამოცოცხლებას. შესაძლოა მიიღოთ მატერიალური დივიდენტები. მოემაზდეთ, თქვენთვის საინტერესო პერიოდი იწყება.

კირჩხიბი  - რომანტიული პერიოდი ეწყებათ, შეიძლება ძველ სიყვარულს შეხვდნენ, ან ახალი ურთიერთობა დაიწყონ. შესაძლოა, გავლენიანი პირები გაიცნონ, რომელიც დაეხმარებიან წინსვლასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ლომი  - ენერგოტონუსი გაუმჯობესდება. კარიერული განვითარების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქვთ. ქალწული  - ნებისმიერ ურთულეს საკითხს მარტივად გადაწყვეტს, არნახული შეუპოვრობა და ენერგია გააჩნია მას ამ კვირაში. სახლშიც და სამსახურშიც ქალწული ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია.

სასწორი - ქარიზმატულია, ენერგოტონუსი მატულობს. კარგი პერიოდია შეხვედრებისთვის, შესაძლოა, მიიღოთ კარგი შეთავაზება. ეს პერიოდი არ დაკარგოთ, არნახული პერიოდი გაქვთ ყველა კუთხით.

მორიელი - იმ კვირიდან დაიწყება სირთულეები, ამ კვირაში კი ენერგოტონუსი მაღალია. პატრნიორებთან ურთიერთობისთვის ერთ-ერთი კარგი პერიოდია. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითაც კარგი პერიოდია.

მშვილდოსანი  - ენერგოტონუსი მატულობს, გახდებიან ენერგიულები. ეს კვირა იქნება სასიამოვნო მოულოდნელობით სავსე. მოემაზადეთ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.

თხის რქა - ეს კვირა ჯერ კიდევ არის თქვენი. შემდეგი კვირა უფრო რთულია და ამიტომ ეს კვირა მაქსიმლაურად გამოიყენეთ.

მერწყული - 20 რიცხვიდან თქვენთვის იწყება ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. შარმი, სხივი და ენერგოტნუსი მოიმატებს. ყველაფერი გამოსდით. თქვენ გეწყებათ ვარსკვლავური პერიოდი წლის განმავლობაში

თევზები - ეს კვირა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, თუ რაიმე პრობლემა გაქვთ ამ კვირაში მოაგვარეთ, ამის შემდეგი კვირა უფრო რთულია და ამიტომ მაქსიმლურად გამოიყენეთ ეს კვირა, როგორც ფინანსური, ასევე ურთიერთობის თვალსაზრისითაც. თუმცა გახსოვდეთ, იმოქმედეთ საიდუმლოდ არ გათქვათ რას აპირებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×