დახურვა
სტილი
26.04.2022

29 აპრილს პლუტონი რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის, რაც 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ენერგეტიკულად, აბსოლუტურად ყველა პლანეტა, რომელიც რეტროგრადულ მოძრაობაში გადავა, შემდეგ შეტყობინებას ატარებს: "გაჩერდი, მიმოიხედე ირგვლივ, შეცვალე ყველაფერი, დაასრულე ძველი". გამონაკლისი არც პლუტონია.

ამ პლანეტის მთავარი აქცენტი ტრანსფორმაციაა. ეს ნიშნავს სრულფასოვან გადახვევას ძველი ჩვეული მოქმედებებისგან და ვექტორის შეცვლას საპირისპიროდ, შინაგანი მდგომარეობის, აზრების, გეგმების მნიშვნელოვან გაწმენდას. ის გვეუბნება, რომ უნდა დავასრულოთ ძველი, ტოქსიკური ურთიერთობები და შემართებით შევუდგეთ ახლის შენებას. ეს ყველაფერი კი 29 აპრილიდან გველოდება, როცა პლუტონი თხის რქის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის.

თხის რქა არის ნიშანი, რომლისთვისაც კონტროლი, სიმკაცრე, მოთმინება, დისციპლინა, შეზღუდვები, სიზუსტე და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია. პლუტონი თხის რქაში ორიენტირებულია კარიერაზე. ამ დროს მნიშვნელოვანია თქვენი ამბიციების ჩვენება და მატერიალური თავისუფლებისთვის ბრძოლის დაწყება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება პოლიტიკის, საზოგადოებისა და ფინანსების სფეროში.

როგორ იმოქმედებს რეტროგრადული პლუტონი თითოეულ ჩვენგანზე?

იქნება კარმული მოვლენები, რომლებიც დაგეხმარებათ, წარსულს გადახედოთ და გაიგოთ, ემოციური მდგომარეობის ნამდვილი მიზეზები.

ამ პერიოდში:

არასაჭირო ემოციური მიჯაჭვულობა ტვირთად ყოფნას შეწყვეტს და გაქრობას დაიწყებს.

სასიყვარულო ურთიერთობები, რომლებშიც კარმული გაკვეთილები უკვე გავლილია, დაირღვევა.

ფინანსური სიტუაციები გასწავლით, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი უნდა იფიქროთ და წინასწარ დაგეგმოთ ბიუჯეტი.

ამ პერიოდის ენერგია დაგეხმარებათ, აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე და მიიღოთ შესაბამისი ზომები.

როგორ მოვემზადოთ სწორად ამ პერიოდისთვის?

დაიწყეთ სივრცით - გაათავისუფლეთ ენერგეტიკული ველი ყველაფერი ძველისგან: გაასუფთავეთ სახლი და სამუშაო ადგილი, გადაყარეთ ან გაჩუქეთ ძველი ნივთები. ასევე, იფიქრეთ საკუთარ თავზე. გარდაქმენით თქვენი აზრები და ფიქრები. გააკეთეთ ის, რის გაკეთებასაც საკუთარ თავს დაჰპირდით. იმოქმედეთ ჭეშმარიტი და სუფთა აზროვნებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ამ პერიოდისთვის არის ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადახედოს ჩვენს გარემოს. თუ მასში არიან ადამიანები, რომლებიც არ გაფასებენ ან არ იზიარებენ თქვენს შეხედულებებსა და ინტერესებს, შეეცადეთ უკან დატოვოთ ეს ტოქსიკური ურთიერთობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომფორტის ზონის მიღმა გასვლა - დაიწყეთ რაიმე ახალი თქვენს ცხოვრებაში, გაიუმჯობესეთ პროფესიული უნარები, დარეგისტრირდით ტრენინგებსა და მასტერკლასებზე.

პლუტონის თხის რქაში ყოფნა შესანიშნავი საშუალებაა, თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების დემონსტრირებითვის, რათა მიიღოთ სასურველი პოზიცია და გაზარდოთ შემოსავალი, ამიტომ ფოკუსირდით შემოსავალსა დ ახალ მიზნებზე. არ დაგავიწდყეთ, თხის რქას ძალიან უყვარს ფინანსების კონტროლი. თქვენც იყავით თანმიმდევრული.

რა არ უნდა გააკეთოთ ამ დროს, რომ საკუთარი თავი არ დააზიანოთ?

უარი თქვით უაზრო შოპინგსა და იმპულსურ შესყიდვებზე. შეეცადეთ გაანალიზოთ და დაფიქრდეთ დახარჯული თანხების შედეგებზე, რათა არამიზნობრივმა ხარჯებმა თქვენი დღის წესრიგი არ შეცვალოს.

ნუ დაგროვებთ საკუთარ თავში ნეგატიურ ენერგიასა და ემოციას.

შეძლებისდაგვარად, გათავისუფლდით ძველი ემოციებისგან, ნივთებისგან და არასაჭირო ურთიერთობებისგან. ნუ მიეჯაჭვებით იმას, რაც უკვე წარსულია ან მზადაა თქვენგან წასასვლელად.

შეეცადეთ, არ დაემორჩილოთ მანიპულირებას და არ შეხვიდეთ კონფლიქტებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×