დახურვა
სტილი
28.04.2022

დაავადება ეს უკვე სიგნალია იმისა, რომ ადამიანმა შეწყვიტა სამყაროსთან ჰარმონიული დამოკიდებულება და არღვევს მის კანონებს. ქვეცნობიერი დაავადების სახით ამცნობს, რომ ჩვენ ზედმეტად მწვავედ ვრეაგირებთ ცხოვრებისეულ მოვლენებზე და არ ვართ დაკავებული ჩვენი საქმით.

ადამიანი თანდაყოლილი დაავადებებით ან პრობლემურ ოჯახში იბადება, ეს არის მისი წინა ინკარნაციის, კარმული დავალიანებების შედეგი: უნდა გაიგო, მიხვდე შენს შეცდომებს, უნდა გახდე კეთილი ადამიანების მიმართ, გამოიმუშაო დადებითი კარმა. თუ ადამიანი დაიბადა ჯანმრთელი, მაგრამ ავად გახდა, ეს ეიგი დაუშვა რაღაც შეცდომა, დაარღვია ბუნების კანონი, დააგროვა უარყოფითი კარმა. ბავშვებში გავრცელებული დაავადებები -  ეს არის მშობლების აზრების და ქმედებების შედეგი. ეს არის გაფრთხილება, რომელიც ეხება მთელ ოჯახს. ოჯახში სიტუაციის ნორმალიზებას მივყავართ ბავშვის გამოჯანმრთელებამდე. როგორც ამბობენ „ყველა დაავადება უკავშირდება ნერვებს“. წყნარი, გაწონასწორებული ადამიანები, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ცხოვრების მიმართ, იშვიათად ხდებიან ავად და დიდხანს ცხოვრობენ. ადამიანი შემოსაზღვრულია ენერგეტიკული შრით და გაჟღენთილია ენერგიით. ის მუდამ გასცემს და უკანვე იღებს ენერგიას იმ ობიექტებისგან რაც მის გარშემოა ან რაზეც აკეთებს ყურადღების კონცენტრაციას. დადებითი გრძნობებისგან ან ემოციებისგან ენერგია დიდდება, ამაში დიდი წვლილი შეაქვს სიხარულს, სიკეთეს, რწმენას, იმედს, სიყვარულს. ენერგია მცირდება თუ ადამიანი გაბრაზებულია, აგრესიული, უიმედო, რწმენადაკარგული, შურიანი ან ეჭვიანია, აქვს შიშები და ფობიები. ამ ენერგიაზეა დამოკიდებული ადამიანის აურა, რომელიც იცავს მას გარე ნეგატივისგან. თუ აურა პატარავდება, მაშინ ჩნდება სხვადასხვა სახის დაავადებები, რომელიც შეიძლება იყოს სასიკვდილოც.დაავადების მიზეზის გაგებით, თქვენ შეგეძლებათ მოახდინოთ პრევენცია, მთავარია გაიგოთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევი ფაქტორი. ალერგია - საკუთარი შესაძლებლობების უარყოფა; გრიპი - ეს რეაქციაა, როცა სხვას ახვევ თავზე საკუთარ პოზიციას; გაციება  - გაღიზიანება, უსიამოვნება; სიმსუქნე - თავდაცვა, ძირითადად ენერგიის კარგვის დროს; პრობლემები კბილებთან  - დაუფიქრებლად (სულელურად) გადაწყვეტილების მიღება; პრობლემები ფილტვებთან - შიში, რომ შენი არავის ესმის და ვერავინ გიგებს, რომ დარჩები უყურადღებოდ. შინაგანი ჩაკეტილობა პრობლემები კუჭთან - შიში და შური გარშემომყოფების მიმართ, სიძუნწე; პრობლემები მსხვილ ნაწლავთან - გადამეტებული სწრაფვა სტაბილურობისკენ, ცვლილებების შიში და სურვილი იცხოვრო სირთულეების გარეშე;პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი) მაღალი შაქრიანობა, იმუნიტეტი - გადამეტებული ძალაუფლების სიყვარული. სურვილი, ყველაფერი იყოს შენი კონტროლის ქვეშ. წყენები და უკმაყოფილება.პრობლემები გულთან - სიყვარულის გამოხატულების შიში (კომპლექსი), ემოციების დათრგუნვა, ბედნიერების აღქმის უნარის არქონა. ისწავლეთ გულის მოსმენა; პრობლემა წვრილ ნაწლავთან (ხმაური ყურებში ან ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ნების ძვლების, თითების ტკივილი) - მოქმედების შიში (მოქმედებს მხოლოდ სხვისი მითითებით); პრობლემა შარდის ბუშტთან (ცისტიტი, ინფექციები) - სექსუალური ემოციების შებოჭვა, განგებ არ გამოხატვა; პრობლემები თირკმელებთან (ნეფრიტი), ტკივილები ზურგის არეში, ეპილეპსია, გულყრები - უსიამოვნების განცდა გარშემომყოფთა, გარე სამყაროს მიმართ, ამის უსიამოვნო შეგრძნების თავს მოხვევა, ღია პროტესტი, სურვილი გადაკეთდეს სისტემა თავისებურად, გადამეტებული შიში აურყოფითი მოვლენების , უმოქმედობა.პერიკარდიუმის მერიდიანის პრობლემები (ტკივილი მკედის არეში) - სექსის შიში; პრობლემები ნაღვლის ბუშტთან (კისერი, სახე, მხედველობა) - როცა არ შეგიძლია აპატიო საყვარელ ადამიანს ან გაუგო. პრობლემები ღვიძლთან - თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ არ უნდა დაავიწყდეს სიბრაზე. სურვილი გაამართლო შენი ქმედება, „უსამართლო შეურაწყოფისთვის“ თვალის დაავადებები: ჯიბლიბო - ვინმეზე სიბრაზე; დალტონიზმი - გააცნობიერე ერთობა ყველაფრის და მისი მრავალფეროვნება; კატარაქტა - იპოვე ნათელი შენში; ახლო მხედველობა (მიოპია) - ეკიდება წვრილმანებს. იპოვე სივრცე შენში და გააფართოვე გარესამყაროს საზღვრები. სიელმე - იყავი სამართლიანი. ნუ ცდილობ ერთიანობის ნაწილი განაცალკეო; შორსმხედველი - სამყაროს ხედავ როგორც ერთიანს, დეტალებს არ აქცევს ყურადღებას; ყური - არმოსმენის სურვილი, სიჯიუტე. მოუსმინე შინაგან ხმას. ისმინე და ისწავლე .პირი - ახალი შთაბეჭდილებების და იდეების აღქმა, მიღება. კბილები და ღრძილები - შიშით აგრესიის დათრგუნვა, რომ დაკარგავ სიყვარულს და აღიარებას. იყავი სამართლიანი და იყავი ის რაც ხარ. გარდაქმენი აგრესია დადებით, შემოქმედებით ძალად.ისწავლე სხვების და საკუთარი თავის სიყვარული. კბილების კრაჭუნი - უაზრო, უმოტივო აგრესია. გააცნობიერე შენი აგრესია კბილზე ქვები - პრობლემის მუგვარებლობა. გააცნობიერე და გადაწყვიტე კისერი - შიში, გრძნობების შებოჭვა, რაღაც არასასიამოვნო, იყავი ის რაც ხარ, ნუ აიძულებ საკუთარ თავს; ხველება - განთავისუფლება რაღაცისგან (ენერგეტიკული განმუხტვა); ინფარქტი - დიდი რაოდენობით დაგროვილი სიბრაზე და მწუხარება. ანემია - სიხარულის ნაკლებობა. ენერგიის დისბალანსი, დინამიკის ნაკლებობა - ბედნიერება, ეს ძალაა და ენერგია, მოახდინე ბედნიერების კუტივაცია. ჰიპერტონია - როცა ვერ ახერხებ პრობლემის მოგვარებას, სექსუალური ცხოვრებისგან გაქცევა. მიიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ, იყავი გულახდილი საკუთარ თავთან, მოიძიე ძალები შენ თავში ვენების ვარიკოზული გაგანიერება - არ გყოფნის მოქნილობა და ენერგია. შინაგანი დაძაბულობა, გახდი შინაგანად თავისუფალი და სისხლიც თავისუფლად დაიწყებს ცირკულირებას ორგანიზმში. შეშუპება - სურვილი რაღაც შეინარჩუნო. გაუშვი და შენთან დაბრუნდება მეტი. გულძმარვა - ყლაპავ წყენას. მწუხარებას. გააცნობიერე რომ ცხოვრებაში ტყუილად არაფერი არ ხდება. თვისუფლად გამოხატე შენი სურვილები და გრძნობები. გულისრევა, პირღებინება - როცა არ გვსურს საკვების გადამუშავება. თუ ორსულ ქალს ემართება - ქვეცნობიერად თუ ცნობიერად არ სურს დედობა; აპეტიტის დაკარგვა - ახალი შთაბეჭდილებების შიში;მეტეორიზმი - სიხარბე; ბუასილი  - როცა რაღაც გძლევს, გაშინებს, არ შეგიძლია ამისგან განთავისუფლდე. მიიღე ეს და გადატანე

დიაბეტი  - როცა არ შეგიძლია მიიღო სიყვარული, როცა გიჭირს სიყვარული სრულად შეუშვა შენში. შარდის ბუშტი - როცა არ შეგიძლია ყველაფერი დატოვო წარსულში და დაივიწყო შარდის შეუკავებლობა - როცა გეშინია , რომ რაღაც ცუდი მოხდება. შიშები. იმპოტენცია - უკავშირდება სექსუალურ წნეხს, დანაშაულის შეგრძნება, სურვილი მოიქცე ჯიბრზე. სექსი არ უნდა რეგულირდებოდეს გონებით. აჩუქე საკუთარ „მეს“ ნამდვილი სიყვარული მკერდი - როცა გადამეტებულია დაცვის სურვილი და ავლენ დედობრივ ზრუნვას; მიეცი საკუთარ თავს და სხვებს უფლება იყვნენ დამოუკიდებლები. მენსტრუალური ციკლი - შინაგანი პროტესტი. საკუთარი ქალურობის წინააღმდეგობა, ასევე ან სექსის ან მამაკაცის მიმართ.პროსტატის დაავადებები - არასწორი განსჯა, სიბერის შიში, სექსუალური ამბიციები, წნეხი. კლიმაქსი - შიში სიბერის წინ. იცხოვრე ჩვეულებრივად შესაბამისის მოთხოვნებით. სიცოცხლე ეს არის ზრდა და ცვლილებები. მეჭეჭი - თვლი, რომ შენში არის რაღაც საშინელი, რაც შენი ბრალია. ყველაფერს ააქვს არსებობის უფლება. შენ იმსახურებ ღირსეულ სიყვარულს. კუზი - უნდა გახდე მშიდი, თავმდაბალი. ბოღმამ და სიბრაზემ ვერ იპოვეს ენერგეტიკული გასავალი და დაგროვდნენ ზურგზე -კუზში.

ძვლების მოტეხილობა - არ არის სულის აქტივობა, იყავი მოქნილი. პრობლემები ზედა კიდურებთან (ხელებთან) - როცა გეშინია საქმეს მოჰკიდო ხელი პრობლემები მუხლებთან - არ გიყვარს დათმობა, სიამაყე, სიჯიუტე, ეგოიზმი, შიში. ისწავლე თანაგრძნობა და პატიება. პარალიჩი - პასუხისმგებლობის თავის არიდება, სულიერი მოუქნელობა; გულყრა - ძლიერი დაძაბულობა, სურვილი ძალით მიაღწიო მიზანს. ტკივილი კისრის არეში - სიჯიუტე. რევმატიზმი - სიყვარულის დეფიციტი ან არ ქონა, იმდეგაცრუებების დაგროვება; შაკიკი - სრულყოფილებისკენ ლტოლვა. არასრულყოფილების და დამნაშავის კომპლექსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×