დახურვა
სტილი
23.05.2022

„ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა მაისის თვეში, ამიტომ არ დაკარგოთ. ყველანაირად კარგი დროა და გამოიყენეთ. ეს კვირა აბსოლუტურად ყველა ნიშნისთვის დადებითია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი და ზოდიაქოს ყველა ნიშანს კვირის ტენდენციებს აცნობს.

♈ვერძი - არნახულად ენერგიულები ხართ, ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისთვის, მათ შორის რომანტიკული და პირადი ცხოვრებისთვისაც, შესაძლოა, ძველი მეგობრები დაგიდგნენ გვერდით. ეს კვირა თქვენთვის განსაკუთრებით იღბლიანია და ეს იღბლიანობა მთელი თვე გაგრძელდება.

♉კურო - შემოქმედებითი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ, ფინანსური შემოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ. მათ შორის ინვესტიციები და კაპიტალდაბანდებები გაამართლებს, ორმაგად დაგიბრუნდებათ ფინანსები. შემდეგი კვირა ნაკლებად წარმატებულია, ამიტომ ამ კვირაში გამოიყენეთ შანსები.

♊ტყუპები - თქვენ მთავარი ფავორიტი ხართ, ენერგოტონუსი ყოველდღიურად გემატებათ, ხართ აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. მრავალფეროვანი შეხვედრები, კონტაქტები, საქმიანი ურთიერთობები ხელს შეგიწყობთ ყველაფერში.

♋კირჩხიბი - თქვენ ეს კვირა უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად, რადგან ამის შემდგომი კვირიდან ერთ-ერთი რთული პერიოდი დაგეწყებათ. ამ კვირაში შესაძლოა, იპოვოთ სპონსორი და გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა.

♌ლომი - თქვენ უკვე გამოცოცხლდებით, ენერგია მოიმატებს და წარმატების შანსი გაიზრდება. ასევე კარგი დროა საქველმოქმედო პროექტებში ჩართვისთვის.

♍ქალწული - ერთ-ერთი კარგი პერიოდია საქმიანი კუთხით, პროფესიული საქმიანობის განვითარებისთვის. შემდეგი კვირა ნაკლებად პერსპექტიულია, ამიტომ ეს კვირა უნდა განვლოთ აქტიურად.

♎სასწორი - თქვენ ნელ-ნელა გამოცოცხლდებით. ვალებისა და გადასახადების გასტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია. კარგი პერიოდია უცხოელებთან ურთიერთობისათვის.

♏მორიელი - თქვენი ინტუიცია არნახულად მატულობს, ამიტომ ვერავინ ვერაფერს გამოგაპარებთ, აქედან გამომდინარე, ძალიან აქტიური, მიმზიდველი და შარმიანია. საკუთარი საქმის დაწყების და გავლენების გაფართოებისთვის საუკეთესო პერიოდია.

♐მშვილდოსანი - თქვენ უკვე გამოცოცხლდით, დღითი დღე გამოცოცხლდებით და თქვენი ფინანსური შემოსავლების გაზრდის შანსი გექნებათ. შესაძლოა, ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობა გაგიჩნდეთ.

♑თხის რქა - წარმატების შანსები ძალიან დიდი გაქვთ, არნახულად ძლიერი, ენერგიული და იღბლიანი ხართ, ამიტომ უნდა იაქტიუროთ, გაჩერების უფლება არ გაქვთ, ვინაიდან, შემდეგი კვირა შედარებით რთული იქნება.

♒მერწყული - ძალიან საინტერესო პერიოდი იქნება, შესაძლოა გამოგიჩნდნენ მფარველები, რომლებიც დაგეხმარებიან ბევრ რამეში. უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

♓თევზები - ეს კვირა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თევზებისთვის, მოიმატებს მისი ინტუიცია, რაც ბევრ რამეში დაეხმარება. სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა გეძლევათ. ახალი საქმის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესება შემდეგ დაგეხმარებათ ყველაფერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×