დახურვა
სტილი
06.06.2022

„11 რიცხვამდე დედამიწა მცირედ შედის უარყოფით ენერგოველში“, -ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

„11 რიცხვამდე დედამიწა მცირედ შედის უარყოფით ენერგოველში. რას ნიშნავს ეს შესვლა?! ცოტა ძლიერდება წყალქვეშა დინებების რაოდენობა. მთლიანობაში არ არის ცუდი პერიოდი თუნდაც იმიტომ, რომ მერკური გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა, რომელიც აქამდე სამი კვირა უკუმავალი იყო და ხელს უშლიდა ახალი იდეების რეალიზაციას, კომუნიკაციას, მოლაპარაკებებს და აქედან შედეგის მიღებას. ახლა პირიქით. გასწორდა მისი მოძრაობა, დირექტიული გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ხელს უწყობს ახალი იდეების რეალიზებას, მეტად მოლაპარაკებას, ურთიერთგაგებას, მოგზაურობას. თუ აქამდე იყო რაღაც სატრანსპორტო ან კომპიუტერთან დაკავშირებული პრობლემები, ახლა პირიქით, ყველაფერი გამართულად იმუშავებს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სასიკეთო ტენდენციები უდავოდ გვაქვს. მაგრამ რადგან მაინც დედამიწამ ცოტა გადაინაცვლა ნულოვანი ნიშნულის დაბლა, წყალქვეშა დინებებს უნდა მივაქციოთ ცოტა ყურადღება. ეს არის კოსმოსური გამოცდები ყველა ჩვენგანისთვის. გავითვალისწინოთ, რომ ხვალ,ზეგ, სამშაბათი ოთხშაბათი და შაბათი კვირა, 4 დღე გვაქვს გეომაგნიტური, როდესაც წნევის ცვალებადობა იჩენს თავს, აუცილებლად ვაკონტროლოთ. ხანდაზმულებს ეს განსაკუთრებით ეხებათ“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×