დახურვა
სტილი
08.06.2022

პლანეტების აღლუმი უნიკალური ასტროლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც მზის სისტემის რამდენიმე ელემენტი ერთ ხაზზე ლაგდება. ასტროლოგები პლანეტების აღლუმებს სამ კატეგორიად აჯგუფებენ: პატარა, დიდი და სრული. პატარა აღლუმი საკმაოდ გავრცელებულია, ამ თვეში, კერძოდ 12 ივნისს, კი იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა იქნება და მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი ერთ ხაზზე განლაგდებიან. 24 ივნისს მათ მთვარეც შეუერთდება, რომელიც ადგილს ვენერასა და მარსს შორის დაიკავებს.

პლანეტების აღლუმმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ჩვენი საქმეების, წამოწყებების შედეგებზე, არამედ ჩვენსავე კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზეც. ასე, მაგალითად, ამინდზე დამოკიდებულმა ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ სისუსტე, ძილიანობა, ცუდი განწყობა, აპათია. ნუ შეგეშინდებათ, რადგან პლანეტების აღლუმი ხანმოკლე მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დისკომფორტი დიდხანს არ გაგრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ასტროლოგიური მოვლენა მრავალ უარყოფით მითთანაა დაკავშირებული, არ უნდა იფიქროთ, რომ პლანეტების აღლუმი ცუდ შედეგს მოიტანს. არსებობს გარკვეული გზები, რომლითაც იღბლისა და წარმატების მოზიდვას შეძლებთ.

ამ ფენომენის ენერგია დაგეხმარებათ შინაგანი და ემოციური პრობლემების გაგებასა და აღქმაში, ბიზნესში წარმატების მიღწევაში. დაუთმეთ ეს დრო შემოქმედებით საქმიანობას, ჩაუღრმავდით ახალ ცოდნას ან გამოუცხადეთ ომი მავნე ჩვევებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს აბსოლუტურად ყველა წამოწყება წარმატებული იქნება.

მაგრამ, გარშემომყოფებთან ფრთხილად უნდა იყოთ. უმჯობესია ემოციების შეკავება, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. ამ პერიოდში გაფუჭებული ურთიერთობები შეიძლება სამუდამოდ გაუარესდეს და ერთმანეთის დაკარგვით დასრულდეს.

წყარო: beaumonde.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×