დახურვა
სტილი
11.06.2022

ასტროლოგი - რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ფინანსური კრიზისები და პერსპექტივები ყველაზე მნიშვნელოვანია ასტროლოგიური კონსულტაციის დროს.

„ფინანსური კუთხით რა ასტროლოგიური გასაღებები არსებობს პირად ჰოროსკოპში:

* მე-2 სახლი („საკუთარი ფული"): პლანეტები სახლში და მათი ასპექტები, მე-2 სახლის მმართველი, მისი განთავსება ზოდიაქოს ნიშანში და ასტროლოგიურ სახლში (ცხადია, მისი ასპექტებიც), ასევე ზოდიაქოს ნიშნის განთავსება მე-2 სახლის კუსპიდზე;

* მე-8 სახლი („ერთობლივი ან სხვისი ფული", ქორწინების შემდეგ მიღებული ქონება, მემკვიდრეობა): პლანეტები სახლში და მათი ასპექტები, მე-8 სახლის მმართველი, მისი განთავსება ზოდიაქოს ნიშანში და ასტროლოგიურ სახლში (მისი ასპექტები), ასევე ზოდიაქოს ნიშნის განთავსება მე-8 სახლის კუსპიდზე;

* ვენერას („ფინანსური" პლანეტა) და იუპიტერი („გაფართოების", მატების, კეთილდღეობის" პლანეტა). საჭიროა მათი ანალიზი: ამ პლანეტების განთავსება ზოდიაქოს ნიშნებში და განსაკუთრებით ასტროლოგიურ სახლებში (ასევე ასპექტები, ანუ კავშირები სხვა პლანეტებთან).

* ასცენდენტის განთავსება მე-2 ან მე-8 სახლებში ან კავშირები ამ სახლებთან.

* მარსის და სატურნის ანალიზი, როგორ აქტიურობის და მიზანსწრაფვის ხარისხის გარკვევა.

* პირადი ჰოროსკოპის ნებისმიერი ძლიერი სახლის განხილვა როგორც წინა სახლის მე-2 სახლი (მაგალითად, ძლიერი მე-9 სახლი იძლევა არა მხოლოდ უცხოეთის, საერთაშორისო, ემიგრაციული საკითხების გააქტიურებას ან ამ კუთხით შემოსავლების შექმნას, არამედ ფულის ბიზნესში დაბანდებასაც კი. მე-9 სახლი როგორც მე-2 სახლი მე-8 სახლიდან.

მაგალითი:

თუ ადამიანს პირად ჰოროსკოპში დავუშვათ, მე-2 სახლი ვერძის ნიშანში აქვს, ეს მიანიშნებს, რომ ის ფინანსებთან მიმართებაში უნდა იყოს ინიციატივიანი და გაბედულად წამოიწყოს ახალი პროექტები. თუმცა ეს შესაძლოა მიანიშნებდეს ფულის იმპულსურად, დაუფიქრებლად ხარჯვაზეც (მე-2 სახლისა და ვერძის სინთეზი).

ამ შემთხვევაში მე-2 სახლის მმართველი გამოდის მარსი (რადგან ვერძს მართავს მარსი, ხოლო მე-2 სახლი სწორედ ვერძში მდებარეობს), ამიტომ ამ ადამიანის პირად ჰოროსკოპში უნდა მოვძებნოთ მარსი და გავაანალიზოთ მისი განთავსება ზოდიაქოს ნიშანში და ასტროლოგიურ სახლში, ასევე მისი ასპექტები. ამ ადამიანის ჰოროსკოპში მარსი აღარ არის მხოლოდ ენერგიის, საქმიანობის ან თუნდა სექსუალურობის პლანეტა, ის უკვე „ფინანსურ გასაღებად" იქცა და „პასუხს აგებს" ფინანსურ შემოსავლებსა და გასავლებზე. თუ ამ ადამიანს მარსი მაგალითად, მე-9 სახლში აქვს განთავსებული, ეს მიანიშნებს, რომ ამ ადამიანის ფინანსური შემოსავლები შესაძლოა დაუკავშირდეს უცხოეთს, უცხოელებს, ასევე სწავლა-განათლებას (მე-9 სახლის გავლენა). ეს არის უცხოეთიდან ან უცხოეთში შესაძლო ფულის მიღება.

როგორც ვთქვით, გარდა უცხოეთისა, მე-9 სახლი ასევე მიანიშნებს სწავლა-განათლებაზე, აქედან გამომდინარე, ბევრ ლექტორს, ტრენერს, გურუს მე-2 სახლის მმართველის სწორედ ასეთი განთავსება აქვს. ისინი ფულს გამოიმუშავებენ, ცოდნის გადაცემით და სულ ერთია, ამ დროს ადამიანი სხვებს გადასცემს ფორმალურ თუ არაფორმალურ ცოდნას.

ბიზნეს-უნარებსა და ბიზნეს-შემოსავლებს ხშირად იძლევა ძლიერი მე-8 სახლი (დავუშვათ, მე-8 სახლში განთავსებული და დადებითად ასპექტირებული იუპიტერი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი). თუ მე-8 სახლს სასიკეთო ასპექტები აქვს მე-5 სახლთან, მაშინ ეს შესაძლოა მიუთითებდეს ფინანსურ გამართლებაზე და მოგებაზე (მაგალითად, ლატარიაში მოგება)" - წერს გიგაური.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×