დახურვა
სტილი
13.06.2022

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირას დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, რაც ზოდიაქოს ყველა ნიშანს დადებით შესაძლებლობებს აძლევს, თუმცა ცაგარელი 14 ივნისს მათ სიფრთხილის გამოჩენას სთხოვს, ვინაიდან სავსემთვარეობაა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის შანსებს, ასე გამოიყურება:

ვერძი - უდავოდ წარმატებულია, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია. ლიდერული თვისებები წინა პლანზე წამოიწევს. 10-დან 9 საქმე გამოუვა, ამიტომ შეუძლია ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და საქმიან სფეროში იაქტიუროს. ეს ის დროა, როცა უნდა მიდგეს - მოდგეს და ხალხი შეაწუხოს.

კურო - თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს, გამოცოცხლდებით, ეს პერიოდი უფრო სტაბილური და მშვიდია. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით სასიკეთო პერიოდია, ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.

ტყუპები - თქვენ მთავარი ფავორიტები ხართ, იღბლიანი პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი უმაღლესი გაქვთ, შესაძლოა ახალი თანამდებობა დაიკავოთ, განახორციელოთ ახალი იდეები, იპოვოთ მოკავშირეები.

კირჩხიბი - ეს კვირა შედარებით მშვიდი გაქვთ, ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, ინტუიცია მზარდია, რაც ხელს შეუწყობს თქვენ სამოქმედო გეგმას. ეს პერიოდი წინა კვირას ბევრად სჯობს, ამიტომ იმოქმედეთ, თუმცა ჯერ არ აჩქარდეთ.

ლომი - ეს ნიშანი ახლა აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია. ძალიან ქარიზმატულები ხართ, შეგიძლიათ მოაგვაროთ პრობლემები. კარგ ლიდერულ-ორგანიზატორულ თვისებებს გამოიჩენთ.

ქალწული - საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ, ცოტა მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და არ გადაიღალოთ, სხვა მხრივ მდგომარეობა ნორმალურია. ახლა შეგიძლიათ ახალი ინოვაციური იდეების გამოიჩინოთ და მიმართოთ ხელმძღვანელობას, გაქვთ თანამდებობაზე დანიშვნის შანსიც

სასწორი - საოცრად საინტერესო და რომანტიკული კვირაა, საუკეთესო დროა უცხოეთში მოგზაურობისათვის, იქნება ფრიად წარმატებული, შესაძლებელია უცხოელებთან აქტიური კონტაქტი მოგიტანთ წარმატებას.

მორიელი - ცოტა მეტი ყურადღება გჭირდებათ, პარტნიორებთან დაპირისპირების, დაძაბულობისა და კონფლიქტების ალბათობა ძალიან მაღალია, ამას ემატება საოჯახო პრობლემები. არ გადადოთ ეს საკითხები, რადგან შემდეგი კვირა შესაძლოა, კრიზისული აღმოჩნდეს, მართალია ჯერ თქვენი ენერგოტონუსი ისევ დაბალია, თუმცა მომავალი კვირიდან თანდათან გაუმჯობესდება. 

მშვილდოსანი - ძალიან კარგად იგრძნობთ თავს, მაქსიმალურად ბევრი უნდა იმოგზაუროთ, ახალი შესაძლებლობა გაქვთ მაქსიმალურად გამოავლინოთ საუკეთესო უნარები. თქვენი ქარიზმატულობა და იღბლიანობა მომატებულია ამიტომ რაც შეიძლება მეტი იაქტიურეთ.

თხის რქა - თქვენი ენერგოტონუსი იმატებს, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ, შესაძლოა ძველი მეგობრული კონტაქტები გამოიყენოთ და წარმატებას ისე მიაღწიოთ. ოღონდ ხვალინდელი დღე გაიარეთ ფრთხილად და არ გადაიღალოთ, სხვა მხრივ კვირა მშვენივრად ჩაივლის.

მერწყული - აი, მერწყულებო, ახლა ნამდვილად ქარიზმატულები, აქტიურები, ენერგიულები, ინიციატივიანები და ლიდერული თვისებებით სავსე ხართ. თქვენ ახლა იგრძნობთ სად უნდა მოახდინოთ ცვლილებები და ეს ცვლილება წარმატებას მოგიტანთ. 

თევზები - თქვენი ინტუიცია მატულობს და ენერგოტონუსი მდგრადი ხდება. მთავარია არ ჩაერიოთ არავის საქმეში, ახლა რაც მეტად გამოიჩენთ ტაქტს ნათესავებთან ურთიერთობაში მით უკეთესი იქნება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×