დახურვა
სტილი
01.07.2021

                                                   ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი

ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი დილით? დიახ, ვიტამინებით მდიდარი ეს სასმელი ჩვენი ორგანიზმისთვის ნამდვილი საჩუქარია, კბილებისთვის კი – კოშმარი. ციტრუსში შემავალი ხილის მჟავები კბილის მინანქარს შლიან. თუმცა გამოსავალი არსებობს: ფორთოხლის წვენის დალევის შემდეგ კბილები ჯაგრისით არ გაიწმინდოთ, უბრალოდ, პირის ღრუში წყალი გამოივლეთ ან წვენი საწრუპი მილით დალიეთ.

                                                           მულტიმარცვლოვანი პური

გემრიელი და სასარგებლო პური, რომელიც ბევრ სხვადასხვა თესლს შეიცავს, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა. მაგრამ შესაძლოა, კბილები დააზიანოს – მყარი დაბრკოლებისთვის მოუმზადებელი კბილები გაბზაროს. თუმცა ძლიერი და ჯანმრთელი კბილების მფლობელებს არაფრის უნდა ეშინოდეთ.

                                                                                 ჩირი

ბევრი იყენებს ჩირს, როგორც დანამატს ან სასარგებლო წასახემსებელს. ასეთი უვნებელი პროდუქტიც კი კბილებისთვის სახიფათოა კაუსტიკური სოდისა და გოგირდის დიოქსიდის გამო, რითაც ჩირს ხშირად ამუშავებენ. ეს ნივთიერებები კბილის მინანქარზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. უფრო მეტიც, ხილი სითხის დაკარგვის დროს შაქარს აგროვებს. გამოდის, რომ ჩირი კბილებისთვის უფრო ცუდია, ვიდრე კარამელი. პირში მოხვედრისას კბილებს ისე ედება, როგორც ფირფიტა. ამრიგად, შაქარს საკმარისი დრო აქვს, რომ კბილები დააზიანოს.

                                                                            წითელი კენკრა

გემრიელი და იმუნიტეტისთვის აუცილებელი წითელი კენკრა ჩვენს რაციონში დიდი დოზითაა. თუმცა ასკორბინის მჟავის გამო შეიძლება, კბილები დააზიანოს. ეს ნივთიერება ორგანიზმს აძლიერებს, მაგრამ კბილის მინანქარს ანადგურებს. გარდა ამისა, ნატურალური წითელი პიგმენტი ქათქათა ღიმილს აქრობს.

                                                                                    ყავა

ყავა ერთ-ერთი დამნაშავეა კბილებზე ნადების გაჩენასა და მინანქრის გამუქებაში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ყავაზე უარის თქმა, მაშინ ალტერნატიული ვარიანტი იქნება, რომ ყავის დალევის შემდეგ წყალი გამოივლოთ. თუმცა, უკეთესი ვარიანტიც არსებობს, რომელიც ყავის ცუდი ზეგავლენისგან დაგიცავთ – ყავა უნდა მიიღოთ სპეციალური საწრუპი მილით, ამ დროს სითხე მინიმალურად ეხება კბილებს.

                                                               უსაფუარო ხრაშუნა პური

ერთი შეხედვით, უსაფუარო ხრაშუნა პურის მიღებით ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. მთლიანობაში, ასეა, მაგრამ პირის ღრუ შეიძლება დააზიანოს. ხრაშუნა პურის ნამცეცები შეიძლება ღრძილებში შეიჭრას და დააზიანოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ის წინასწარ ჩაიში ან სხვა სითხეში ჩაალბეთ.

                                                                          პომიდორი

პომიდორი ჩვენი რაციონისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია. თუმცა პომიდვრის წვენი მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა, რაც კბილის მინანქრისთვის საზიანოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×