დახურვა
სტილი
02.07.2021

მომღერალი სალომე ბაკურაძე რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ წერდა. როგორც აღმოჩნდა, მისი მდგომარეობა არც ისე მარტივი იყო: „რამდენიმე დღის წინ გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. ფეხი ძირს ვერ დავადგი. თვალებს ვერ ვახელდი. თავიდან ცუდი დიაგნოზის მოლოდინი ჰქონდათ, გადამიღეს კატე, ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, თუმცა არ დადასტურდა. მე, ამ დროს, მართალი გითხრათ, ვერაფერზე ვნერვიულობდი, ისე ცუდად ვიყავი, გავითიშე... ჩემი ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ დიაგნოზზე. დადგინდა ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთება. იგივე პრობლემა ჰქონდა,

როგორც ვიცი, კახი კალაძეს, მხოლოდ უფრო მეტად რთულ ფორმაში. ექიმმა მითხრა, რომ ამ დაავადებას როგორც შეუძლია მარტივად „დაგაგდოს", ისევე სწრაფად შეიძლება გამოჯანმრთელება" - ამბობდა მომღერალი.

სალომე ბაკურაძე თავს უკვე კარგად გრძნობს. როგორც ჩანს, მან გულშემატკივრებისა და მეგობრებისგან რთულ პერიოდში დიდი სიყვარული და მხარდაჭერა იგრძნო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა: „ნამდვილად უბედნიერესი ადამიანი ვარ. ეს არაა უბრალოდ ნათქვამი ან წამიერად ნაფიქრი, ამას სულ ვგრძნობ და სულ აღვნიშნავ ხოლმე. მუდმივად მაქვს მადლიერების გრძნობა იმ ადამიანებისადმი, ვისთვისაც "არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში" და ყოველთვის უანგაროდ და მთელი გულით გამოხატავენ ჩემდამი უდიდეს სიყვარულს. არ ვიცი, ეს ამ დოზით რით დავიმსახურე, მაგრამ ასეა და გულის ხეთქვამდე მადლიერი ვარ ამისთვის. არ მიყვარს მოვლენების კიდევ უფრო დრამატიზირება, პირიქით, ცხოვრებაში სულ რაღაცეების გამარტივებაში ვარ, თუმცა მარტივი დღეები ნამდვილად არ გამომვილია, ახლა კი ისე კარგად ვარ, თქვენ რომ გინდათ და მოითხოვთ ჩემგან. და კიდე უფრო თავიდან და ბოლომდე და ბოლოდან და თავამდე სავსე ვარ სიყვარულით. არც კი ვიცი ეს ერთი სიტყვა "მადლობა"თუ ყოფნის იმას, რასაც ვგრძნობ და მინდა ვთქვა, მაგრამ ეს მაინც ხომ უნდა გითხრათ? ყველას, ჩემი ოჯხის წევრებს, ჩემს მეგობრებს, უცნობს, ნაცნობს, ნათესავებს, ყველა გულშემატკივარს ,რომელმაც ასე საკუთარი პრობლემასავით მიიტანეთ გულთან ჩემი ჯანმთელობის ამბები. მიყვარხართ გულწრფელად და კიდევ ერთხელ ძაააან დიდი რამე დამანახეთ" - წერს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×