დახურვა
სტილი
27.06.2022

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა კვირის ასტროლოგიური პროგნოზის გაკეთებამდე ზოგად ტენდენციებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე კვირას საყურადღებოა ოთხშაბათი, რადგან ახალმთვარეობაა და ადამიანებს კოსმოსი გარკვეულწილად გამოცდას უწყობს.

„კვირა მთლიანობაში კარგია, თუმცა რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად შაბათ-კვირა გეომაგნიტურია და აუცილებელია წნევის კონტროლი და კონფლიქტებისგან თავის შეკავება. ასევე განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოგეთხოვებათ ზეგ - ოთხშაბათს, რადგან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში ახალმთვარეობაა. ამიტომ, ამ დღეს მომატებული იქნება აგრესიული და დეპრესიული ტენდენციები, აგრეთვე მოიმატებს ტყუილების თქმის ალბათობა. ახალმთვარეობაზე შეგიძლიათ ლითონის ფული გაიტანოთ და ანახვოთ მთვარეს, აგრეთვე დაგეგმეთ საქმეები, თუმცა არ დაიწყოთ ისინი რადგან ამ დღეს სატანურს უწოდებენ და შეცდომების დაშვების ალბათობა მოიმატებს“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×