დახურვა
სტილი
04.07.2022

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირას სასიკეთო ტენდენციები შეინიშნება, თუმცა ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს მოუწევს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ამ კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა.

რაც შეეხება ინდივიდუალურ პროგნოზს, ასე გამოიყურება:

ვერძი - ენერგოტონუსი დაბალია. ამიტომ, ნუ გადაიღლებით და გადაიტვირთებით.  სხვა მხრივ ყველაფერი კარგადაა. იუპიტერი - გამარჯვების პლანეტა ჯერ კიდევ თქვენს ზოდიაქოშია და წარმატების ფაქტორი გაქვთ. საუკეთესო პერიოდია ოჯახური ურთიერთობებისთვის. შესაძლებლობა მოგეცემათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების. სახლში შეგიძლიათ შეცვალოთ დიზაინი და დაიწყოთ რემონტი. 

კურო - ძალიან აქტიური, ენერგიული და მიმზიდველი ხართ. ენერგოტონუსი მაღალია და ყველაფერი გამოგდით. შეხვედრები, მოლაპარაკებები, კონტაქტები და ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება. შეიძლება ახალი ინფორმაცია მიიღოთ, რაც ხელს შეუწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ტყუპები - ენერგოტონუსი დაბალია, თუმცა გაქვთ შანსები ძველი საქმეებიდან მიიღოთ ფინანსური დივიდენდები, ან ჩაერთოთ ისეთ ახალ პროექტებში, რაც ხელს შეგიწყობთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. საქმიანი კუთხით ეს პერიოდი თქვენთვის უდავოდ კარგია, ოღონდ ცოტა მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ სარისკო მოქმედებების სურვილი გაგიჩნდებათ, იმოქმედეთ პრინციპით - „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.

კირჩხიბი - საუკეთესო პერიოდია თქვენთვის მთელი წლის განმავლობაში. ენერგოტონუსი უმაღლესი, ინტუიცია უმაღლესი, შემოქმედებითი შესაძლებლობები ძალიან მაღალ დონეზეა. ქარიზმა, შარმი და მიზიდულობა გაქვთ და ბრწყინავთ. ამ პერიოდში ყველაფერი გამოგივათ, მიდექ-მოდექით, ხალხი შეაწუხეთ და გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები და საუკეთესო თვისებები. 

ლომი - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი ყველაზე დაბალია და შეიძლება მალე გაცივდეთ. მაქსიმალურად დაუგდეთ ყური კომპეტენტურ ადამიანების რჩევებს. შეცდომების დაშვების ალბათობა ძალიან მაღალია. არავითარი მოლაპარაკებები და ახალი იდეების რეალიზაცია.

ქალწული - არნახულად ენერგიული და წარმატებული ხართ. რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა მეგობრებთან, გამოგდით იდეის რეალიზაცია და ენერგოტონუსიც მაღალია. იაქტიურეთ და წარმატებას მიაღწიეთ.

სასწორი - ენერგოტონუსი დაბალია, არ გადაიტვირთოთ და სარისკო მოქმედებებისგან თავი შეიკავეთ. მეგობრული და ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და გააუმჯობესეთ ამ მხრივ ურთიერთობა.

მორიელი - ხართ ძლიერები და ენერგიულები. გაქვთ ძლიერი ინტუიციური მონაცემები. „როცა მორიელი მოგყავს, ხშირად უნდა დალიო რძე, რომ გაანეიტრალო ის შხამი, რომელიც მორიელს აქვს“. უძრავი ქონების შეძენა, სარემონტო სამუშაოები, ბიზნესს საქმიანობაში ჩართვა, ყველაფერი გამოგდით და ხართ ძალიან წარმატებული.

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი დაბალია. ფრთხილად იყავით ჯანმრთელობის მიმართულებით. თქვენ გაქვთ საშუალება თქვენი იდეები განახორციელოთ, მაგრამ ჩემი თხოვნაა, რომ თუ რამე ისეთი კონტაქტია თქვენს ცხოვრებაში, რაც აბრკოლებს თქვენს სულიერ განვითარებას, მოიშორეთ. გაქვთ საშუალება განაახლოთ თქვენი ცხოვრება. ერთი თხოვნაა - „ენას კბილი დააჭირეთ“.

თხის რქა - ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ პარტნიორული ურთიერთობების მხრივ. საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორები აქ ხელს შეუწყობენ სტიმულის მიცემას იმისთვის, რომ გახდეთ უფრო მეტად ენერგიული, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მერწყული - ენერგოტონუსი და იმუნიტეტი დაბალია. ფსიქოემოციური მდგომარეობაც არასტაბილურია და მოგიწევთ ძველი ვალდებულებების შესრულება. ფრთხილად, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას.

თევზები - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანია. ინტუიცია არ ნახულად მდგრადი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×