დახურვა
სტილი
11.07.2022

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა ორ ნაწილად იყოფა, 14 ივლისამდე და მის შემდეგ პერიოდად. ასტროლოგი ყველა ნიშანს სთხოვს 14-დან 25 ივლისის ჩათვლით სიფრთხილის გამოჩენას.

რაც შეეხება ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, მიმდინარე კვირის პროგნოზი ასე გამოიყურება:

♈ვერძი - კვირის პირველი ნახევარი კარგია, თუმცა მეორე ნახევრიდან ცოტა მეტი პრობლემებია მოსალოდნელი. ეს იქნება დაკავშირებული საოჯახო საკითხებთან. ახლობლებთან, შვილებთან და ოჯახის წევრებთან მოსალოდნელია სირთულეები. ეს მოითხოვს მისი მხრიდან არა მხოლოდ თანადგომას, არამედ ფინანსურ ხარჯსაც. ამიტომ, შესაძლოა, ვერძი დარჩეს უფულოდ.

♉კურო - თქვენი ენერგოტონუსი მდგრადია, აქტიური, ინიციატივიანი და შარმიანი ხართ, კვირის პირველ ნახევარში, შესაძლოა, კარგი შანსები მოგეცეთ, მაგრამ 14 რიცხვიდან ცოტა ფრთხილად, იმიტომ რომ აქ არის ალბათობა შეეჯახოთ უპასუხისმგებლობას პარტნიორების მხრიდან, რაც შესაძლოა, ფინანსური დანაკარგების ერთ-ერთი ფაქტორი გახდეს. მოგიწევთ დიდი პრობლემების გადალახვა და საკუთარი პოზიციების დაცვა, მათ შორის ხელმძღვანელ პირებთან.

♊ტყუპები - შესაძლოა, ფინანსებთან დაკავშირებით მოულოდნელი პრობლემები შეექმნათ, რადგან ძველი ვალების დაბრუნება მოგიწიოთ. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, გადატვირთვის გარეშე იმოქმედოთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ.

♋კირჩხიბები - ენერგოტონუსი, შარმი, იდეების რეალიზაციის შესაძლებლობები ძალიან მაღალი გაქვთ, ამას ემატება თქვენი ინტუიცია, რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. 14 რიცხვის შემდეგ ფრთხილად იყავით, რადგან მოსალოდნელია პარტნიორებს შორის დაძაბულობა, განსაკუთრებით დაუკვირდით გამონათქვამებს.

♌ლომი - ერთ-ერთი ცუდი პერიოდი გაქვთ, წლის განმავლობაში. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი. ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები გააქტიურდება თქვენს გარშემო. არაფერი ახალი არ დაიწყოთ. 25 ივნისამდე მოითმინეთ, შემდეგ დაიწყება თქვენთვის ვარსკვლავური პერიოდი.

♍ქალწული - კვირის პირველი ნახევარი კარგი გაქვთ, შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდეთ. მაგრამ 14-დან იწყება ეჭვიანობა, მატულობს წყენის ტენდენცია და აგრესიულობა. შესაძლოა, ადვილად გაღიზიანდეთ.

♎სასწორი - 14 რიცხვამდე საქმიანი და შემოქმედებითი კუთხით კარგი პერიოდი გაქვთ და მაქსიმალურად იმოქმედეთ. ამის შემდგომ ყურადღებით იყავით, რადგან მოულოდნელი ხარჯის წინაშე აღმოჩნდებით.

♏მორიელი - ენერგოტონუსი მაღალი, შარმი მაღალი, ინტუიცია არნახული - კარგი პერიოდი აქვს ამ ნიშანს. მთავარია. ცოტა მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს 14 რიცხვის შემდეგ.

♐მშვილდოსანი - ამ ნიშნის ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ მეტად უნდა გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. ამავდროულად შესაძლოა, ვითარება დაეძაბოს საქმიან და პირად პარტნიორებთან, ამიტომ სახლში და სამსახურში სიფრთხილე გამოიჩინეთ.

♑თხის რქა - პერიოდი კარგია. შარმიანია, ენერგიულია, ინიციატივიანია, მაგრამ ამავდროულად მასში მოიმატებს ისეთი თვისებები, როგორიც არის სიჯიუტე, ზედმეტი პირდაპირობა და დიქტატორული ხასიათის შტრიხები, რაც ირგვლივ მყოფებთან სიტუაციას დაძაბავს.

♒მერწყული - რთული პერიოდი გაქვთ, ჯანმრთელობა არასტაბილურია და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ როგორც სახლში, ისე სამსახურში, რადგან თქვენი ხასიათი გახდება პრობლემების მომტანი.

♓თევზები - 14 რიცხვიდან გამოჩნდებიან ისეთი გავლენიანი ადამიანები, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ წავლენ და სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნიან, ამიტომ იყავით ფრთხილად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×