დახურვა
სტილი
13.07.2022

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა 13 ივნისის სავსემთვარეობისა და მის გავლენებზე საუბრობს. ასტროლოგი ამბობს, რომ მიმდინარე პერიოდში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები, რაც საჯარო 2 კვირის შემდეგ გახდება.

ამასთან ბზეკალავა აცხადებს, რომ შესაძლოა, ეპოქალური ადამიანების გარდაცვალების შესახებ შეიტყოს საზოგადოებამ, რომელიც მსოფლიო მასშტაბის იქნება.

„სავსე მთვარის დროს ზოგადად მოჭარბებულია ენერგია, რაც იწვევს დაძაბულობასა და კონფლიქტებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომელ ნიშანში ხდება სავსემთვარეობა, ამ შემთხვევაში გვაქვს თხის რქაში, რაც „მოგუდულ აგრესიას“ გამოიწვევს, ჩუმ და კულუარებში მოქმედებას. სხვათა შორის  ეს განსაკუთრებით მაღალ ეშელონებს შეეხება. იქნება ტენდენციები, რომ კულისებს მიღმადან მართონ სიტუაცია, შესაძლოა, მაღალ რანგში მიმდინარეობდეს წმენდა, თუმცა ამას ჩვენ 2 კვირის შემდეგ გავიგებთ.

აქვე გეტყვით, რომ 2-3 კვირის განმავლობაში შესაძლოა, ამ ქვეყნიდან წავიდნენ ეპოქალური ადამიანები, მათ შორის ხელოვანები, უფრო ალბათ ქალები, რაც გამოიწვევს დიდ რეზონანსს. მსოფლიო მასშტაბის მოვლენაზეა საუბარი“, - განაცხადა სოფია ბზეკალავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×