დახურვა
სტილი
22.07.2022

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიქოს 5 ნიშანს, რომლებიც ნამდვილ სიყვარულს 2022 წლის მეორე ნახევარში შეხვდებიან:

კურო

თუ მარტოობა მოგბეზრდათ, მაშინ იცოდეთ, რომ წელს ბედმა მნიშვნელოვანი სიურპრიზი მოგიმზადათ. ელოდეთ საყვარელ ადამიანთან შეხვედრას ზაფხულის მეორე ნახევარში. თუ შორს მიდიხართ, მოგზაურობას აპირებთ, ამის შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. პირველივე დღეებიდან მომავალი რჩეული ყურადღებით გაგანებივრებთ. რომანტიკული შეხვედრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები , ვნებიანი გრძნობები მყისიერად იფეთქებს, მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, სერიოზული გადაწყვეტილებები სწრაფად არ მიიღოთ. დააკვირდით ადამიანს, შეეცადეთ, მოაგვაროთ ყოველდღიური საკითხები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს ბედნიერებას. დარწმუნდით, რომ თქვენი სიმპათია ნამდვილად ორმხრივია.

მშვილდოსანი

რომანტიკული გაცნობა მოულოდნელ ადგილას შედგება. შეიძლება ნამდვილ სიყვარულს იქ შეხვდეთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით, მაგალითად: სპორტდარბაზში, სუპერმარკეტში... თუმცა, ეს ძლიერი გრძნობა იქნება, რომელიც მალევე განვითარდება. ერთად ცხოვრების იდეაც გაგიჩნდებათ და მიხვდებით, რომ ცალ-ცალკე ყოფნა აღარ შეგიძლიათ. ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. დიდი ალბათობით, ეს ქორწინებით და სწრაფი ნაბიჯით დასრულდება. ვარსკვლავები წარმატებულ ქორწინებას გპირდებიან, რადგან თქვენი ინტერესები, ღირებულებები და ფასეულობები ზუსტად დაემთხვევა იმ ადამიანისას, რომელსაც გაიცნობთ.

ქალწული

წლის მეორე ნახევარში გექნებათ შანსი, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ. თუმცა, ამისთვის თქვენც უნდა გაიღოთ ძალისხმევა. ეცადეთ, უფრო ხშირად გახვიდეთ სახლიდან, უარს ნუ იტყვით წვეულებებზე და მეგობრებთან შეხვედრებზე. შესაძლოა, თქვენს რჩეულს მეგობრების გარემოცვაში შეხვდეთ. ადამიანი, რომელსაც შეხვდებით, თავიდანვე მოგხიბლავთ და რაღაც მომენტში მიხვდებით, რომ იდეალურად ხართ ერთად. გადაწყვეტილება თქვენზეა, შეგიძლიათ კიდევ დატკბეთ ამ მომენტით ან ერთად ცხოვრება შესთავაზოთ და სხვა ეტაპი დაიწყოთ.

თხის რქა

სექტემბერში მოულოდნელი შეხვედრისთვის მოემზადეთ: ის მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებისეულ გეგმებს. მომავალი მეუღლე იქნება ძველი ნაცნობი ან კოლეგა. თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგება, როცა ამ ადამიანს განსხვავებული თვალით შეხედავთ და ის მოხდება, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდით. ახალი პარტნიორის გვერდით თქვენი ცხოვრება უფრო ნათელი და მხიარული გახდება. ერთობლივი მოგზაურობა, ქორწინების წინადადება გელით. შემოდგომა კი ამისთვის შესანიშნავი პერიოდია.

მერწყული

ნამდვილ სიყვარულს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერში შეხვდებით. ხანმოკლე ფლირტი სერიოზულ ურთიერთობად გადაიქცევა. ისიამოვნეთ რომანტიკით, დაამყარეთ თბილი, სანდო ურთიერთობები. ეცადეთ, მაქსიმალურად ისარგებლოთ ამ პერიოდით. თქვენ გვერდით აღმოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრ რამეში გაუგებთ და იგი გახდება არა მხოლოდ ერთგული მეუღლე, არამედ მეგობარი, საიმედო პარტნიორი და დასაყრდენი. ამიტომაც, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×