დახურვა
სტილი
09.08.2022

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აგვისტოს თვის მძიმე დღეებზე მოსახლეობას აფრთხილებს და რამდენიმე რჩევას აძლევს.

მისი თქმით, დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის და 10-15 აგვისტო მშვიდად და ფრთხილად უნდა განვლოთ.

„8 აგვისტოდან 19-23 აგვისტოს ჩათვლით სირიუსი ამოდის და ორი დიდი მანათობელი გვექნება ცის კაბადონზე - სირიუსი და მზე. სირიუსი მზეზე 2-ჯერ დიდია, 26-ჯერ მეტად ანათებს. ეს არის სინათლის, სიკაშკაშის საოცარი პერიოდი. ამიტომ ვისაც აქვს სურვილი, სიახლეები შეიტანოს თავის ცხოვრებაში, ხასიათში ეს რიცხვი საინტერესოა.

8 აგვისტოდან შეიძლება მოხდეს თქვენი გონიერი აზროვნების გადასხვაფერება. სინათლის შემოსვლის დროა ადამიანის სულსა და გონებაში.

10 აგვისტო ამ თვეში ყველაზე რთულია. აქ დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის. ძაბავს ურთიერთობებს, ჯანმრთელობის პრობლემებს. ხდება მზისა და სატურნის დაპირისპირება ხდება ლომისა და მერწყულის ზოდიაქოების ღერძზე. სატურნი არის ბორკილი, შეკუმშვა, მუხრუჭი პლანეტა, ამიტომ ყველაფერი მუხრუჭდება -  იდეები, ურთიერთობები.  10-15 აგვისტო რაც შეიძლება ფრთხილად გავიაროთ. მივხედოთ ჯანმრთელობას, არანაირი ნერვიულობა და სიმძიმეების ტარება.

ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება 12 აგვისტოს მიაქციეთ. სავსემთვარეობაა და ამ დროს ძალიან ბევრი უარყოფითი ენერგია მოდის დედამიწაზე და ადამიანები მარტივად ღიზიანდებიან. ხდებიან კონფლიქტურები, აგრესიულები.“ - აცხადებს ცაგარელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×