დახურვა
სტილი
07.07.2021

თუკი ეს ჯადოსნური სასმელი გიყვართ და ერთხელ მაინც გაგივლიათ გონებაში კითხვა: სასარგებლოა თუ არა ნალექიანი ყავა, ეს ინფორმაცია წაიკითხეთ

ყავა ზრდის ტვინის აქტივობას

იცოდით, რომ ყავის დამსახურებით, ადამიანი უფრო ყურადღებიანი და კონცენტრირებული ხდება? მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის... აღმოჩნდა, რომ შაქრიანი ყავა მაქსიმალურად ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომლებიც დავალებების შესრულების დროს აუცილებელია. ეს კი კოფეინისა და გლუკოზის დამსახურებაა.

ამაგრებს იმუნურ სისტემას

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ნატურალურ ყავას, მით უფრო დიდხანს იცოცხლებთ. დღეში, მიზანშეწონილია, 3 ფინჯანი ყავის მიღება. საქმე ისაა, რომ ყავა აძლიერებს იმუნიტეტს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.

აყუჩებს თავის ტკივილს

თუკი თავი გტკივათ ან შაკიკი გაწუხებთ, მიირთვით ყავა. რა თქმა უნდა, ის ვერ შეცვლის ტკივილგამაყუჩებელ აბებს, რადგან ის იმ აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სხვადასხვა ტკივილს ებრძვის, მაგრამ კოფეინს სპეციალურად უმატებენ მედიკამენტებში, რომლებიც წამლის ეფექტურობას 40%-ით ზრდის.

უმკლავდება სტრესსა და დეპრესიას

ყავის მიღების შემდეგ ორგანიზმი გამოიმუშავებს დოფანიმსა და სეროტონინს, რომლებიც კარგ განწყობას უზრუნველყოფს. კოფეინი, რომელსაც ყავა შეიცავს, კარგად ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და იცავს ორგანიზმს დეპრესიისგან.

აუმჯობესებს მეხსიერებას

ამ შემთხვევაში საუბარია მოკლევადიან მეხსიერებაზე, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, რადგან თავდაპირველად ინფორმაცია ინახება მოკლე დროით, ხოლო შემდეგ მისი დამახსოვრება ხანგრძლივი ვადით ხდება.

ხელს უწყობს წონაში კლებას

კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონ ლეპტიმის ამაღლებას, რაც წონაში კლებას უზრუნველყოფს. დამტკიცებულია, რომ ყავის მოყვარულები უფრო ძნელად იმატებენ წონაში, ვიდრე ისინი, ვისაც ეს სასმელი არ უყვარს.

ასე რომ, თუკი ყავა გიყვართ, ნუ იტყვით უარს ამგვარ სიამოვნებაზე და გახსოვდეთ, რომ აქ კონკრეტულად ნალექიანი ყავის სარგებელზე იყო საუბარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×