დახურვა
სტილი
08.07.2021

თქვენ სულაც არ ფიქრობთ, რომ აუტანელი ხართ, მაგრამ მოდი, ვაღიაროთ, აგრესიულად გულახდილი პიროვნების გამო, დიდი შანსია, რომ იყოთ.

ვერძი

თქვენ ცხოვრობთ ძალიან ხმამაღლა და თანაც, ბოდიშის გარეშე. თქვენ არ შეგიძლიათ მოითმინოთ ის სიტუაცია, სადაც საკმარის ყურადღებასა და აღიარებას ვერ პოულობთ - უბრალოდ დგებით და მოდიხართ. თქვენ სულაც არ ფიქრობთ, რომ აუტანელი ხართ, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, აგრესიულად გულახდილი პიროვნების გამო, დიდი შანსია, რომ იყოთ.

კურო

მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, თქვენ თანატოლებზე მეტად ზრდასრული და გონიერი ხართ, შესაძლებელია უკიდურესად ჯიუტიც კი იყოთ. ასევე, განსაკუთრებით რთულია თქვენი აუტანელი მესაკუთრეობის მიღება - შესაძლოა სულაც ჰქონდეს მნიშვნელობა, რომ თქვენს შეყვარებულს, თავისი ყოფილი ფეისბუკ ფრენდებში ჰყავს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ეჭვიანობით კვდებით.

ტყუპები

თქვენ განიხილავთ სიტუაციის ყველა მხარეს, მაშინაც კი, თუ არც ერთის გაკეთებას არ აპირებთ. თქვენ იმდენად მეწვრილმანე ხართ, რომ ყველა ვარიანტის განხილვისას ყოველთვის ყველას სამი ნაბიჯით წინ უსწრებთ. ეს სულაც არ იქნებოდა პრობლემა, თქვენ, რომ დინჯი და მშრომელი ადამიანი იყოთ. თუმცა თქვენი პიროვნებისთვის, ხასიათის ეს დამატებითი ელემენტი, კიდევ უფრო აუტანელს ხდის თქვენთან კომუნიკაციას.

კირჩხიბი

თქვენ იმდენად მგრძნობიარე ხართ, რომ ყველა ადამიანის ყველა შესაძლო განცდაზე ფიქრობთ. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იმ ადამიანებთან ხართ, ვისაც კარგად არ იცნობთ. მოსწონს კი მას თქვენთან კომუნიკაცია? ზედმეტად ხომ არ აწუხებთ? ზედმეტად ჩუმად ხომ არ ხართ? თავს უხერხულად ხომ არ გრძნობს?... იმდენი რამეა გასათვალისწინებელი და თქვენ მზად ხართ, ყველა დეტალს მოერგოთ. ეს ნამდვილად აუტანელია!

ლომი

თქვენ ფიქრობთ, რომ საკმაოდ აუტანელი ხართ და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს სიმართლეა. სხვები ფიქრობენ, რომ თქვენ ეგოსთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაგრამ, თქვენში ყველაზე აუტანელი მეგობრების მიმართ უკიდურესი ერთგულებაა. თქვენ დიდ დროს ხარჯავთ იმისთვის, რომ იყოთ კარგი მეგობარი, პარტნიორი და როდესაც ვინმე ეჭვის ქვეშ გაყენებთ, ეს მთელ თქვენს მსოფლმხედველობას ანგრევს.

ქალწული

თქვენ ნამდვილი მოწამე ხართ და სინამდვილეში მხოლოდ იმას ელოდებით, რომ ვინმე ამ თავგანწირვას შენიშნავს. მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ხშირად, თქვენი თავდადებული მეგობრობა, სიყვარული და შრომა, მხედველობის მიღმა რჩება.

სასწორი

თქვენ ძალიან ტკბილი ადამიანი ხართ, რომელიც არასდროს აპირებთ ვინმეს შეურაცხყოფას. არაფერი გწყინთ უფრო მეტად, როდესაც ვინმე თქვენს შეთავაზებას (ფილმი, კონცერტი ან სულაც ახალი რესტორანი) უარყოფს და შემდეგ, სხვასთან ერთად ახორციელებს თქვენს გეგმებს. თქვენ ვერ ხვდებით, როგორ შეუძლიათ ასე მოქცევა. სინამდვილეში, მათ უბრალოდ იციან, რომ ხმას არასოდეს ამოიღებთ - ხშირად კი, თქვენი სიჩუმე ძალიან აუტანელია!

მორიელი

თქვენ ხართ მანიპულირების დედოფალი - ზოგი ადამიანი უბრალოდ იბადება გარშემო მყოფების დაყოლიების ნიჭით და ზოგი - არა. ამიტომ, სულაც არ არის ადვილი თქვენთან ზედაპირული კომუნიკაციაც კი. ვინ იცის, რა განზრახვებს მალავთ!

მშვილდოსანი

ყველას ეშინია თქვენი სიტყვებისა და გონების - და ეს კარგი მიზეზია. თქვენ შეგიძლიათ გაბრაზდეთ და იჩხუბოთ, გამოხატოთ საკუთარი აზრი და ხშირად, შეურაცხყოფაც კი მიაყენოთ უცნობ ადამიანს. დიახ, სწორედ ამიტომ ითვლებით ერთ-ერთ ყველაზე აუტანელ ადამიანად.

თხის რქა

თქვენ ცდილობთ სიტუაციიდან დისტანცირებას, როდესაც დრამატული მომენტები დგება, მაგრამ გულის სიღრმეში იცით, რომ თქვენ დრამის დედოფალი ხართ. ვინმესთან კონფლიქტში შესვლა, თქვენი თავის პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, თანაც ისე, რომ სიტუაციის ბოლომდე შეინარჩუნებთ ცივ სახესა და მკაცრ სიტყვებს. და დიახ, ეს ძალიან აუტანელია!

მერწყული

თქვენ ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ, მაგრამ როდესაც რამე ხდება, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს მკაცრ ექსტერიერს, ძალიან განიცდით. იცით რომელია თქვენი ღამის კოშმარი? როდესაც ვიღაცას თქვენი შთამბეჭდავი იდეა მოსწონს! დიახ, ყველაზე მეტად საკუთარი ორიგინალობის და გენიალურობის გამარტივების გეშინიათ. მაგრამ, გიფიქრიათ, როგორი აუტანელია როდესაც ადამიანი მუდამ განსხვავებულობისკენ მიისწრაფვის?

თევზები

თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ, მაგრამ სულელი - ნამდვილად არა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აშკარად მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობთ, სხვა ადამიანისთვის გულისტკენა ნამდვილად შეგიძლიათ. ოჰ, ის ვერ ახერხებს თქვენთვის პასუხის გაცემას, მაგრამ ონლაინააა? დროა გამოაქვეყნოთ 27 პოსტი, რათა დაანახოთ, რომ სულაც არ გახსოვთ მისი არსებობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×