დახურვა
სტილი
12.09.2022

„ძველი ურთიერთობები შეწყდა? გაარკვიეთ, შესაძლოა აღადგინოთ. სამყარო გვეუბნება დავუბრუნდეთ ძველ, გაჩერებულ პროექტებს, აღვადგინოთ დაკარგული ურთიერთობები“, - ამბობს გადაცემა „იმედის დილაში“ ასტროლოგი - მიხეილ ცაგარელი.

მან ზოდიაქოს ნიშნების შესახებ ისაუბრა და მთლიანი კვირის პროგნოზი გააცნო მაყურებელს.

„ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას გეომაგნიტური დღეებია - მზის ქარიშხალი იწვევს ავადობას, შესაძლოა, წნევის ცვლილება.

ვერძი - ენერგოტონუსი დაბალია, სხვისი აზრის მოსმენა არ უნდა, რაც ცუდია. ეს იწვევს კონფლიქტებს. ამ დროს შეიძლება გაუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა, თუმცა ხელს სულსწრაფობა გიშლით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ყურადღება მიაქციეთ კვებას.

კურო - ენერგოტონუსი მაღალია, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ლატარიაში. მოაგვარებს პირადს. პრობლემას უქმნის პირდაპირობა, რითაც აღიზიანებს სხვებს.

ტყუპები - ენერგოტონუსი დაბალია. თვითონაც არ იცის რა უნდა. ჩამოუყალიბებელია. დაძაბულობა შეგექმნებათ პარტნიორულ ურთიერთობაში.

კირჩხიბი - ენერგოტონუსი ნორმაშია. კონფლიქტი გექნებათ ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან.

ლომი - ენერგოტონუსი დაბალია, შეიძლება მარტივად გაცივდეთ. აგრეთვე, შესაძლოა ფინანსური კრიზისი, არ უნდა ჩაერთოთ საფინანსო პროექტებში.

ქალწული - ენერგოტონუსი მაღალია. ჯანმრთელობა მდგრადი. პრობლემას შექმნის მისი ამბიციურობა. მაღალი თვითშეფასების გამო სხვებს არ უსმენს, რაც გამაღიზიანებელია სხვებისთვის და იწვევს კონფლიქტს.

სასწორი - ყველაზე უიღბლო ნიშანია. ენერგოტონუსი დაბალია. ფარული ინტრიგები, ჭორები ეს მათ წინ დახვდებათ.

მორიელი - ენერგოტონუსი მაღალია აქვს, მაგრამ ძველ შეცდომებს გაუხსენებენ, ძველი პარტნიორები გამოჩნდებიან.

მშვილდოსანი - თქვენი ავტორიტეტი იზრდება. მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა უფროსებთან. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

თხის რქა - ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელია, მაგრამ ზედმეტად ჯიუტია და უშვებს შეცდომებს. მას მარტო საკუთარი აზრის მოსმენა უნდა.

მერწყული - ტონუსი დაბალია, იყავით ყურადღებით, პრობლემაა ფინანსები, არ გაასესხოთ ფული. ეს პერიოდი ფრთხილად გაიარეთ თევზები - ენერგოტონუსი მაღალია, პარტნიორულ ურთიერთობაში დაძაბულობა გელით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×