დახურვა
სტილი
19.09.2022

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე პერიოდი ასტროლოგიურად დატვირთულია. ამ კვირაში არის მთავრანგელოზობა, რომლებიც საკრალურ დღეებად ითვლება და მის ენერგიებს გამოყენება სჭირდება.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, კოსმოსი მათ ასეთ შესაძლებლობებს აძლევს: ვერძი - აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდება. კარგი ორგანიზატორული ნიჭი აქვს და ფრიად წარმატებულია, მაგრამ სულსწრაფია და არავის მოსმენა არ უნდა. თუ ის სიჯიუტეს წინა პლანზე წამოსწევს, კარგ პერსპექტივებს ვერ გამოავლენს, არადა ამის შანსი აქვს. 

კურო - თქვენ გაქვთ საშუალება, რომ საკუთარი დამოუკიდებელი პოზიციები წარმოაჩინოთ, საკუთარი იდეები გაამჟღავნოთ, კარგი დროა კონკურსებში და ლატარიაში მონაწილეობისთვის, რადგან დიდი შანსია მოგებისათვის. 

ტყუპები - ენერგოტონუსი და იმუნიტეტი იზრდება, წარმატების შანსები ერთი ორად იმატებს, მაგრამ გაორება, სულსწრაფობა და უყურადღებობის ტენდენციები იმატებს, რაც შეცდომების დაშვების რისკს ზრდის. 

კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ გაქვთ შანსი აქტიურად იმოქმედოთ, შესაძლოა, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც აუცილებლად უნდა გაასაიდუმლოოთ. ასევე თვალის აღების მაღალი შანსია ამიტომ სასურველია ლოცვა.

ლომი - ძალიან მაღალი შანსი გაქვთ, რომ ძველი საქმეებიდან მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, თქვენი ენერგოტონუსი მაღლდება, ხდება აქტიური, ენერგიული, მაგრამ შესაძლოა, გამოჩნდნენ მის ცხოვრებაში ავანტიურისტი ადამიანები, რომლებიც მას ფინანსურად დააზარალებენ. 

ქალწული - ენერგიული, ინიციატივიანი და წარმატებულია, ყველა საქმე მარტივად გამოდის, თუმცა, ამის გამო მისი თვითშეფასება მოიმატებს და შესაძლებელია შეცდომებიც დაუშვას. გთხოვთ, თქვენ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ კვირაში მოაგვაროთ. შემდეგი კვირა უფრო რთულია. 

სასწორი - თქვენ წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი გქონდათ, ახლა უკვე ნელ-ნელა თავისუფლდებით. 23 სექტემბრამდე ფარული ჭორები და ინტრიგები თქვენს წინააღმდეგ ისევ იქნება, ამიტომ ყურადღებით იყავით. არ გათქვათ საიდუმლო, მინიმუმამდე დაიყვანეთ კოლექტიური საქმიანობა, მომავალი კვირიდან თქვენთვის უფრო კარგი პერიოდი დაიწყება.

მორიელი - ძველი შეცდომები, ძველი ვალდებულებები რაც მას ჰქონია, ახლა შეახსენებენ თავს. ფარულ მტრებს და მოშურნეებს არ სძინავთ, ახლა შესაძლოა ძველი მეგობრები ნაცნობები დაუბრუნდნენ, არასასიამოვნო მოგონებებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშანი ჯერ კიდევ ენერგიულია, მას რთული პერიოდი ელოდება, თუ მან საქმის მოგვარება ამ კვირაში ვერ მოახერხა, ეს სირთულეები გეომეტრიული პროგრესით გაიზრდება. გაითვალისწინეთ, შემდეგი კვირიდან ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი გეწყებათ, წლის განმავლობაში.  - საქმეების გარჩევებს შორის მოხვდება, მას მოუწევს არც ერთ მხარეს არ დადგეს და სამართლიანი პოზიცია დაიკავოს. თუ ის აირჩევს სამართლიან მხარეს მისი ავტორიტეტი და წარმატების შანსი ერთიორად გაიზრდება. 

თხის რქა - აქტიური, ინიციატივიანი და ენერგიული, თუმცა რთული პერიოდი აქვს მოლაპარაკებებისთვის, იმიტომ რომ ამ ნიშანს შინაგანი სიხისტე უჩნდება და ხდება უხეში და პირდაპირი. თუ ის შეძლებს გამოიჩინოს დიპლომატია და იყოს უფრო მშვიდი, მაშინ პერიოდი კარგი ექნება. მერწყული - ნელ-ნელა ამოისუნთქავთ, რადგან თქვენი ენერგოტონუსი იზრდება, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. მთავარი პრობლემა ახლა არის ფული, გაითვალისწინეთ, თუ ახლა სესხს გასცემთ მას აღარ დაგიბრუნებენ. თევზები - ძალიან უცნაური კვირა აქვთ, წინასწარ განუსაზღვრელი მოვლენები მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ამ მოვლენებმა შესაძლოა, მოიტანონ ზედმეტი, არაფრისმომცემი კონტაქტებისგან განთავისუფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×