დახურვა
სტილი
12.07.2021

* საკვების მიღება სასურველია ყოველ 3-4 საათში ერთხელ.

* საუზმეს ნუ გამოტოვებთ!

* საკვებს ნუ მიიღებთ ძილამდე 3 საათის მანძილზე.

* თუ ისე მოხდა, რომ დღის მანძილზე ვერ ისადილეთ და ვახშმის დრო მხოლოდ ძილის წინ გამონახეთ, სასურველია მხოლოდ მსუბუქი საკვები მიიღოთ, ცხიმების და ნახშირწყლების დაბალი და ცილების მაღალი შემცველობით.

* დღე ცილებით დაიწყეთ, ხოლო ნახშირწყლები სადილისთვის ან ვახშმისთვის შემოინახეთ.

* არასდროს ივარჯიშოთ მშიერ კუჭზე. ასეთი დატვირთვისთვის თქვენს ორგანიზმს ენერგია ესაჭიროება. მაგრამ, კარდიო ვარჯიშების შესრულება, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე შეიძლება. რაც შეეხება სხვა ვარჯიშებს, როგორც აღნიშნული იყო, მშიერი არ უნდა იყოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუზმის ან სადილის შემდეგ უნდა ივარჯიშოთ. თუ 4-5 სთ. მანძილზე არ მიგიღიათ საკვები, ვარჯიშის წინ, შეგიძლიათ მაგ., ბანანი ან ჩირი მიირთვათ — კალორიულიც არის, ორგანიზმის მიერ ათვისება სწრაფადაც ხდება და ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიასაც იძლევა.

* საკვების მიღება, ყოველ ჯერზე, ცილებით დაიწყეთ, შემდეგ უკვე დანარჩენი მიაყოლეთ. ცილები სიგნალს გზავნის ტვინში, იმის შესახებ, რომ ორგანიზმმა უკვე მიიღო საჭირო რაოდენობის საკვები და ამიტომ, თქვენ იმდენ საკვებს მიიღებთ, რამდენიც საჭიროა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×