დახურვა
სტილი
13.07.2021

მუსიკას იმაზე დიდი ძალა აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამის ნათელი მაგალითია ლონდონში მცხოვრები, 30 წლის თომას ლინდსი, რომელსაც 10 წლის წინ დაკარგული მეხსიერების აღდგენაში 80-იანი წლების ერთ-ერთი ჰიტი დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

თომასმა მეხსიერება ავარიის შედეგად მიღებული ტრავმის გამო დაკარგა. მაშინ ლინდში 19 წლის იყო. საავადმყოფოდან სახლში გადაყვანის შემდეგ, ის ოჯახის წევრებსაც ვერ ცნობდა. მხოლოდ ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ამ ადამიანებთან რაღაც, ძალიან ახლო აკავშირებდა. მეხსიერების აღდგენისთვის უამრავი რამ ცადა, მაგრამ ყველა მათგანი წარუმატებლად სრულდებოდა.

თუმცა, ერთმა საღამომ მისი ცხოვრებმა მთლიანად შეცვალა. თომასი თავისი 30-ე დაბადების დღის აღსანიშნავი წევეულებისთვის მუსიკას არჩევდა. მოულოდნელად ყურსასმენებში მისთვის ნაცნობი სიმღერა – „The Whole of the Moon” გაისმა, რომელმაც თომასს ავარიის შედეგად წლების წინ დავიწყებული მოგონებები გაახსენა.

„სიმღერას ვუსმენდი, როდესაც უეცრად გონებაში სხვადასხვა კადრი ამომიტივტივდა. ეს საოცრება იყო“,- იხსენებს თომასი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×