დახურვა
სტილი
30.01.2023

დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავიდა და ეს თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში სიტუაცია იძაბება, რადგან ორი პლანეტა - ვენერა და მარსი საომარ მდგომარეობაში შედიან ერთმანეთთან და კვადრატურას ქმნიან.

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თორმეტივე ნიშანს სიფრთხილისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ვერძი - იმის მიუხედავად, რომ აქტიური და ენერგიული ხართ, ნეგატიურმა ტენდენციებმა და უარყოფითმა ენერგოველმა შესაძლოა, შეგიცვალოთ ხედვები. მოიმატებს სულსწრაფობა. გჭირდებათ სიფრთხილე. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება. დროდადრო თუ თქვენი სტრატეგიული გეგმები შეიცვლება, ამაზე არ გაღიზიანდეთ და სხვებს არ გადააყაროთ თქვენი შინაგანი დაძაბულობა.

კურო - რთული პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ხდება არამდგრადი, ამიტომ მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თუმცა, საქმე ბევრი გექნებათ გასაკეთებელი. უნდა შეახამოთ საქმეც და დასვენებაც. საქმეში შესაძლებელია წინსვლა და წარმატება იმ შემთხვევაში, თუ იქნებით დასვენებული. შესაძლოა ფინანსურმა სირთულეებმაც იჩინონ თავი, რამაც შეიძლება დაგიძაბოთ ურთიერთობები.

ტყუპები - მიმზიდველი, ენერგიული, ქარიზმატული და გონება მახვილი ხართ, მაგრამ წყალქვეშა დინებები გაქვთ. ხდებით ზედმეტად შეუპოვარი, ზეწოლის ქვეშ აქცევთ ახლობლებს, მეგობრებს და ნათესავებს. გინდათ, რომ ყველა გემსახურებოდეთ, რაც იწვევს კონფლიქტებს. ასევე, იჩენთ საჭესთან უყურადღებობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრავმული ავარიული ტენდენციებით გამოვლინდეს.

კირჩხიბი - შინაგანად, ინტუიციურად გრძნობთ, რომ გირჩევნიათ განმარტოება. არავითარი ზედმეტი ხალხი, საუბრები, იდეების რეალიზაცია, ამის დრო არ არის. ენერგოტონუსი მცირდება, გირჩევნიათ საკუთარ თავთან ყოფნა. ზოგიერთებს შეიძლება გქონდეთ პრობლემები საკრედიტო ორგანიზაციებთან ან საგადასახადო ინსპექციის სფეროსთან. თუ ძველი ვალები და ვალდებულებები გაქვთ, ახლა შეიძლება გაახსენდეთ სხვებს და მოგთხოვონ, ამიტომ დაძაბულობის ტენდენცია გაქვთ როგორც სახლში, ასევე სამსახურში. არ გადავარდეთ დეპრესიაში და არ იწუწუნოთ, აივსეთ ოპტიმიზმით და მშვიდად მოაგვარეთ პრობლემა.

ლომი - ქარიზმატული და ენერგიული ხართ, მაგრამ თქვენს ახლობლებს, ნათესავებს, პარტნიორებს და მეგობრებს პრობლემები ექმნებათ. საკუთარი თავისთვის და თქვენი იდეებისთვის არ გრჩებათ დრო. თუ თქვენ შეძლებთ, რომ დაეხმაროთ სხვასაც და თქვენი საქმეც გააკეთოთ, მაშინ პერიოდი იქნება კარგი, თუ არადა ზოგიერთი თქვენი საქმე გადაიდება მომავლისთვის.

ქალწული - გაქვთ უამრავი საქმე, ენერგოტონუსი დაბალია. ბევრი რამის გაკეთება გინდათ, მაგრამ არ შეგიძლიათ, რადგან ორგანიზმი არ გიშვებთ. გჭირდებათ მეტად დასვენება, თან შეიძლება თამაშის წესები შეიცვალოს თქვენს ირგვლივ, რისთვისაც მზად უნდა იყოთ. შესაძლოა მოხდეს სტაჟირება და კვალიფიკაციის ამაღლება. გახსოვდეთ, სტაბილიზაციისთვის საჭიროა შინაგანი სიმშვიდე.

სასწორი - ყველაფერი გინდათ ზე მაღალი და არაჩვეულებრივი. სურვილები განახლებისა და სიახლეებისა, ძალიან მაღალი გაქვთ, თუმცა ნუ მოახდენთ სიტუაციის ფორსირებას, რადგან ცვლილებებისთვის ეს პერიოდი არ არის კარგი. შეიძლება პრობლემები შეგექმნათ მემკვიდრეობით საკითხებზე, საკრედიტო და სხვადასხვა სახის ორგანიზაციებთან. ნუ იჩქარებთ, იმოქმედეთ ფრთხილად.

მორიელი - ხართ ენერგოტონუსის დაცემის წინაშე, ამიტომ არ დაიღალოთ და არ გადაიტვირთოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ახლობლებს შეექმნებათ პრობლემები, რის გამოც მთელი თქვენი ენერგია, ფინანსები და ყურადღება გადავა იქით მხარეს. თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი უყურადღებოდ არ დარჩებათ ხელმძღვანელ პირებს.

მშვილდოსანი - სურვილი გაქვთ ყველაფერი დაიწყოთ ერთად. ამის გამო შეიძლება შეცდომები დაუშვათ. იმოქმედეთ თანმიმდევრულად, გამოყავით რომელია სტრატეგიული და პრიორიტეტული გზა და რომელი მეორეხარისხოვანი. დაგეძაბებათ სიტუაცია უფროს თაობასთან, ასევე ხელმძღვანელებსა და კოლეგებთან. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავდაჭერა. ჯანმრთელობას არ უჩივით და ენერგოტონუსიც მაღალია.

თხის რქა - პრიორიტეტი გექნებათ ფინანსებზე. გაქვთ ბრწყინვალე იდეები და იცით როგორ მოიპოვოთ ფინანსები, ახალი ბიზნესპროექტები, საინტერესო იდეები. თუმცა, ენერგოტონუსი და იღბლიანობა იკლებს და ნუ გადაიღლებით. შეიკავეთ თავი, ჩამოწერეთ ბიზნესპროექტები, თუმცა განახორციელეთ შემდგომში.

მერწყული - ყველაზე წარმატებული ნიშანია ამ კვირაში. ხართ დაუღალავი, იღბლიანი, ინიციატივიანი და წარმატების შანსები ყველაზე მაღალია თქვენთან. აზროვნებთ არასტანდარტულად, ორიგინალურად, თუმცა სულსწრაფი და ჯიუტი ხართ. არ გსურთ არავის მოსმენა, რის შედეგადაც დაუშვებთ შეცდომებს. გამოიჩინეთ თავდაჭერა და დიპლომატია, ნუ იჩქარებთ. კოსმოსი მოგცემთ ნიშანს რა და როდის ჯობია.

თევზები - ყველაზე რთული პერიოდი გაქვთ, წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია ენერგოტონუსი. ფარული მტრები ძლიერდება, კონკურენტული ბრძოლა გაძლიერდება, მოშურნეები უფრო მეტად გაავდებიან, შეიძლება გაგიხსენონ ძველი შეცდომები და ეს ყველაფერი თქვენზე ზეწოლას მოახდენს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასეთი პერიოდი წელიწადში ერთხელ გაქვთ. 13 რიცხვამდე ურთულესი პერიოდი გაქვთ, ამიტომ არავითარი დეპრესია, ცუდი აზრები, წუწუნი, შემოუძახეთ საკუთარ თავს და თქვენი საფირმო იუმორი წინა პლანზე წამოსწიეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×