დახურვა
სტილი
20.03.2023

სინათლის სიბნელეზე გამარჯვება, მზებუდობა, ასტროლოგიური ახალი წელი და სურვილების რეალიზაციის საშუალება - ამ ყველაფერს 21 მარტის ენერგეტიკა აერთიანებს. ეზოტერიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ამ რიცხვში კოსმოსში საგანგებო პორტალი იხსნება და გეგმებისა და მიზნების რეალიზება რეალური ხდება.

თუმცა მათივე განმარტებით, სურვილებისა და გეგმების დასახვასაც თავისი დრო და წესი აქვს, მაგალითად მნიშვნელოვანია ჩაფიქრების დროს, რიცხვი, წუთი და განწყობაც კი. ასტროლოგი ხატია ბედოშვილი "დაიჯესტის" მკითხველს ამ პერიოდის სწორად გამოყენებას ასწავლის.

„20-იდან 24 მარტამდე პერიოდი განსაკუთრებულია ენერგეტიკულად, ამ დღეს არა მხოლოდ მზე გადადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, არამედ მთვარეც იცვლის ფაზას და ახალმთვარეობას ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს განსაკუთრებული ენერგეტიკა მოდის კოსმოსიდან, მიუხედავად იმისა, რომ ახალმთვარეობაზე ენერგია შესუსტებულია, კარგი იქნება თუ დადებით განწყობას შეინარჩუნებთ, სასიამოვნოდ გაატარებთ დროს და ორიენტირდებით გეგმებსა და მიზნებზე. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ მიზნების დაგეგმარება უნდა მოხდეს ახალი მთვარიდან მე-3 დღეს, ანუ 24 რიცხვში და ეს მიზნები უნდა იყოს გათვლილი 6 თვეზე. კარგია აურის გაწმენდა, განსაკუთრებით ეფექტური იქნება, თუ ამას ანთებული წითელი სანთლებით გააკეთებთ, მაგალითად ყველა ოთახში მოატარებთ ერთ ანთებულ წითელ სანთელს, განსაკუთრებით კი კუთხე-კუნჭულებში, ვინაიდან უარყოფითი ენერგეტიკა სწორედ იქ იყრის თავს, გაწმენდის შემდეგ კარგია გეგმების ჩამოწერა, მნიშვნელოვანია რომ იყოს რეალური გეგმა და არა აუხდენელი ოცნება. შეინახეთ ეს ფურცელი თქვენთვის კომფორტულ ადგილზე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოგესურვებათ. რაც შეეხება გაფრთხილებას, ამ 3 დღის განმავლობაში, იქნება ცდუნებები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება, აუცილებელია ასჯერ გაზომვა და მერე გაჭრა", - ამბობს ხატია ბედოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×