დახურვა
სტილი
17.05.2023

5 მაისს დაბნელების დერეფანი დასრულდა, 15 მაისს კი პლანეტა მერკურმა რეტროგრადული მოძრაობა შეწყვიტა და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი რთული დღე უკვე გადავიარეთ და დროა, დამსახურებული ჯილდო და დასვენება მივიღოთ. ასტროლოგები ამბობენ, რომ ივნისის თვე სწორედ გამართლების, იღბლის და ამოსუნთქვის პერიოდი იქნება. თუმცა, ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის მომდევნო თვეს დიდი ცვლილებებისა და გარდაქმნების ეტაპი დაიწყება:

ვერძი - ასტროლოგების თქმით, ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს ივნისის თვეში დიდი იღბალი და მოულოდნელი სიურპრიზი შეხვდებათ. ეს უფრო მეტად ფინანსურ სფეროს ეხება. შესაძლოა, ფულადი ჯილდო, წახალისება, ბონუსი მიიღოთ, რაიმე საქმიდან იმაზე მეტი მოგება ნახოთ, ვიდრე აქამდე; დაგიბრუნონ ვალი, სადმე გაიმარჯვოთ და ასე შემდეგ. ნუ შეგეშინდებათ ახალი წამოწყებების. ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. სამყარო თქვენ მიმართ ძალიან გულუხვი და ღია იქნება და უამრავ ახალ შესაძლებლობას მოგცემთ.

ლომი - ლომებმა დაბნელების დერეფანი საკმაოდ ღირსეულად გაიარეს და ბევრი რთული პერიოდიც გადალახეს. ახლა კი დამსახურებული ჯილდოს მიღების დროა. ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგება. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა სწორედ ივნისის თვეში ქორწინება, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა შემოგთავაზოთ. თუ ურთიერთობაში არ ხართ, შეიძლება, სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დიდ ბედნიერებას მოგიტანთ. ასევე, შესაძლოა, სამსახურში დაწინაურება, ბონუსი, დამსახურებული ჯილდო მიიღოთ. გარდა ამისა, შეძლებთ საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოთ და ყველა დაარწმუნოთ, რომ იმაზე გაცილებით მეტი შეგიძლიათ, ვიდრე ისინი ფიქრობენ.

კირჩხიბი - ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სამართლიანად იმსახურებენ, რომ დაისვენონ და წარმატება ნახონ. შესაძლოა, ბოლო პერიოდში ძალიან გადაიღალეთ, სტრესი, შფოთვა და უმოტივაციობა გაწუხებდათ, მაგრამ ივნისის თვეში ბევრი იღბლიანი და ბედნიერი დღე გელით. შესაძლოა, მიიღოთ სარფიანი შეთავაზება, ან მნიშვნელოვანი პარტნიორობა, რომელზედაც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდით. ასტროლოგების თქმით, მომდევნო ორი თვე თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იქნება. ცხოვრების ყველა სფეროში გაგიმართლებთ და ბედი დიდ საჩუქარს გაგიკეთებთ.

მორიელი - მორიელებმა შესაძლოა, მომდევნო თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება ნახონ და საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება შეძლონ. თამამად შეგიძლიათ, ბიზნესი, საკუთარი საქმე, ახალი პროექტი წამოიწყოთ. ყველა მიმართულებით იღბალი და გამართლება გელით. გარდა ამისა, შეძლებთ, რომ საკუთარ შინაგან შფოთვებსა და შიშებს გადახედოთ და აღმოაჩინოთ, რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში. ივნისი მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იქნება, ბევრ საკითხს გადააფასებთ და ცხოვრებას განსხვავებული კუთხით შეხედავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×