დახურვა
სტილი
31.05.2023

ქალწული

2023 წლის ივნისში ქალწულები გაზრდილ პასუხისმგებლობასა და საქმეს იგრძნობენ. შესაძლოა, იმდენად გადაეშვათ სხვადასხვა საქმის შესრულებაში, რომ მეგობრებთან შეკრებისა და საყვარელი ადამიანებისათვის დრო საერთოდ აღარ დაგრჩეთ და ამ ფონზე, დეპრესია, სულიერი სიცარიელე იგრძნოთ. შეიძლება, ეს თვე ძალიან დატვირთული აღმოჩნდეს და იფიქროთ, რომ ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი, მაგრამ ბალანსის პოვნა აუცილებელია. თუ ცოტა ხნით მაინც არ დაისვენებთ, არ განიტვირთებით, არ მოსწყდებით ჩვეულ რუტინას, მოტივაციას დაკარგავთ და საქმის შესრულების ხარისხიც შემცირდება. შეეცადეთ, დღის განმავლობაში გარკვეული დროის მანძილზე თქვენთვის საყვარელი საქმე აკეთოთ, მოამზადოთ გემრიელი ყავა, დესერტი, ჩართოთ სასურველი მუსიკა და განწყობა შეიქმნათ.

თევზები

შესაძლოა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოულოდნელად დაუგეგმავი ხარჯები შეხვდეთ და გარკვეულწილად, ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ. ამიტომაც, ჯობს, თადარიგი დაიჭიროთ და ამ თვეში ზედმეტ და არასაჭირო საქმეებსა და საგნებზე ფული არ დახარჯოთ, შექმნათ დანაზოგი და შეინახოთ. მნიშვნელოვანია გაითავისოთ, რომ არის ისეთი რამ, რაზეც შესაძლოა, ფული საერთოდ არ დახარჯოთ. მაგალითად, უარი თქვათ კაფეში ყავის დალევაზე და სახლში მიირთვათ გემრიელად. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია. ასტროლოგები მაინც გირჩევენ, რომ ივნისის თვეში ფინანსების თვალსაზრისით, ფრთხილად იყოთ და შეძლებისდაგვარად, დანაზოგი შექმნათ.

მერწყული

ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ივნისის თვე ყველა მიმართულებით დატვირთული და დამღლელი იქნება. თითქოს, აქამდე დაგროვილი საქმეები, მოუგვარებელი საკითხები ახლა იჩენს თავს და სასწრაფო რეაგირებას ითხოვს. შესაძლოა, სამსახურში, პირად ურთიერთობებში, სხვადასხვა სივრცეში სირთულეები შეგხვდეთ და გაზრდილი შფოთვის გამო კომუნიკაციაც გაგიჭირდეთ. ნუ შეშინდებით – თუ კონცენტრირდებით, შეიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, ყველაფერს მოასწრებთ და გაუმკლავდებით. პერიოდულად, აუცილებლად დაისვენეთ, დრო საყვარელ ადამიანებსაც დაუთმეთ და მოტივაციასაც იპოვით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×