დახურვა
სტილი
25.08.2021

1. ფეხსაცმელი საღამოს საათებში შეიძინეთ

ეს რჩევა, შეიძლება, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ... და საერთოდ, დამქანცველი დღის შემდეგ, ვის გაუჩნდება, საღამოს საათებში, მაღაზიებში სისრულის სურვილი? მაგრამ, ფეხსაცმლის ყიდვა, სწორედ რომ საღამოს საათებში არის რეკომენდირებული. ეს იმიტომ, რომ დღის ბოლოს, ფეხი ცოტა შეშუპებულია და შესაბამისად, მისი ზომაც იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმელი, რომელიც დილით კარგად გქონდათ, საღამოს – მეტისმეტად ვიწრო გექნებათ და ფეხებს გატკენთ.

2. არასტანდარტული სტანდარტები

სხვადასხვა ქვეყნებში, ზომის სტანდარტები განსხვავებულია. რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმლის შეძენა, ზომის მიხედვით, შეუძლებელია. ვიდრე ფეხსაცმელს შეიძენთ, ის აუცილებლად უნდა მოიზომოთ.

3. ორი ტერფიდან ვირჩევთ უფრო დიდს

ფეხსაცმელი დიდი ტერფის ზომის მიხედვით უნდა შეიძინოთ. შეიძლება, ეს რეკომენდაცია არასერიოზულად ჟღერს. მაგრამ, ძალიან ბევრ ადამიანს, ერთი ტერფი, მეორეზე დიდი აქვს.

4. შეარჩიეთ ფეხსაცმელი გარკვეული მიზნისთვის

როდესაც ფეხსაცმელს ირჩევთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რისთვის იძენთ მას. მაგალითად, მთელი დღის მანძილზე, რთულია მაღალი, ცალკე ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. ამიტომ, თუ ფეხსაცმელს მთელი დღის მანძილსე სასიარულოდ ყიდულობთ, აირჩიეთ ტანკეტკა ძირით. ასეთ ფეხსაცმელში, თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ.

5. ფეხი იზრდება

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ფეხი, შეიძლება, როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში გაიზარდოს. ამიტომ, 2 წელიწადში ერთხელ, ფეხი უნდა გაიზომოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელს ინტერნეტით ყიდულობთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×