დახურვა
სტილი
04.09.2021

ვის ელის თავბრუდამხვევი რომანი, ნაზი მეგობრობა ან სრული ჰარმონია საყვარელ ადამიანთან. გაიგეთ თქვენი ნიშნის მიხედვით.

ვერძი

მარტოხელებისთვის: სექტემბრის დევიზია: "ნუ გეშინიათ საკუთარი სურვილების". ყველას გულს მოინადირებთ, თუ მოინდომებთ.

რჩევა: ეცადეთ, შეადგინოთ თქვენი იდეალური მამაკაცის პორტრეტი, როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს, ფიზიკური მონაცემები.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი გახდებით. მას თქვენი მოვლა სჭირდება და შეიძლება ძალითაც კი იავადმყოფოს.

რჩევა: თუ უსიამოვნება და უყურადღებობაში დადანაშაულება არ გსურთ, პარტნიორი თქვენ გვერდით ყოფნით უნდა გაანებივროთ.

კურო

მარტოხელებისთვის: თქვენს ცხოვრებაში

ახალი ეტაპი იწყება. ძველი სტერეოტიპები უნდა დაანგრიოთ. დარეგისტრირდით ნაცნობობის საიტზე.

რჩევა: გამოსცადეთ თქვენი ახალი ნაცნობები სანდოობაზე, სანამ... შეიყვარებთ.

დაწყვილებულებისთვის: ნუ ეცდებით პარტნიორის ყველგან და ყველაფერში გაკონტროლებას. გაუფრთხილდით საკუთარ ნერვებს.

რჩევა: მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზები და ხშირად შეაქეთ.

ტყუპი

მარტოხელებისთვის: სექტემბრის დადგომისთანავე თქვენი შრომისუნარიანობა მაქსიმალურად მოიმატებს. ერთდროულად იმდენ საქმეს გააკეთებთ, რაც მთელი წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის, რაც ნამდვილად დაიმსახურეთ.

რჩევა: ნუ წამოწვებით დივანზე, აქტიურად დაისვენეთ. გაიცანით საინტერესო ადამიანები.

დაწყვილებულებისთვის: თქვენი პოპულარობის გამო საყვარელი ადამიანი იეჭვიანებს, აბა, რას იზამს?!. ნუ გაღიზიანდებით, შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა.

რჩევა: სასექტემბრო რეცეპტი: უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.

კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: ყველა შანსი გაქვთ, რომ თქვენს საბედოს შეხვდეთ. ამისათვის უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და თავად გააქტიურდეთ. უნდა დაივიწყოთ წარსული და ადგილი გაუთავისუფლოთ ახალს.

რჩევა: ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.

დაწყვილებულებისთვის: ჰარმონიული დამოკიდებულება უნდა შექმნათ ოჯახის წევრებთან, მოსიყვარულე უნდა იყოთ და შინ მუდამ გემრიელობები გქონდეთ.

რჩევა: ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავსაც: დაქალებთან ყავის დალევა და მასაჟი საუკეთესო იქნება.

ლომი

მარტოხელებისთვის: ცოტა გადაღლილი ხართ. შეიძლება განმარტოება და სიმშვიდე მოგინდეთ, მაგრამ სექტმბერში ახალი რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ და დასვენებისთვის ვერ მოიცლით.

რჩევა: თუ ადრე ყველას მოხიბვლას ცდილობდით, ახლა თქვენი მზერა მხოლოდ ერთი ადამიანისკენ უნდა მიმართოთ.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ, რის გამოც კამათი და უსიამოვნება არ დაილევა.

რჩევა: ნუ გაიბუტებით. თამამად თქვით თქვენი სურვილების შესახებ.

ქალწული

მარტოხელებისთვის: თაყვანისმცემლებით იქნებით გარშემორტყმული. იყავით მომხიბვლელი და აირჩიეთ ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ბედნიერად იგრძნობთ.

რჩევა: ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, როგორც თქვენს გულს ესიამოვნება.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანს აქვს უარყოფითი თვისებები და ამის გამო კამათი არ ღირს. უმჯობესია მის დადებით თვისებებზე გაამახვილოთ ყურადღება.

რჩევა: თუ ადამიანი ვერ ხვდება, რა გაღიზიანებთ მასში, დელიკატურად მიუთითეთ.

სასწორი

მარტოხელებისთვის: უმჯობესია, საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე იმუშაოთ. იყავით მიმზიდველი და საინტერესო მამაკაცებისთვის.

რჩევა: საინტერესო საქმიანობის სწავლას დაიწყებთ და თვალსაწიერის გაფართოებასაც შეძლებთ.

დაწყვილებულებისთვის: ნუ დარდობთ ზაფხულის დღეებზე. საყვარელ ადამიანთან ერთად ხშირად გადით ქალაქგარეთ და მოიმარაგეთ ლამაზი ფოტოები, მოგონებები ზამთრისთვის.

რჩევა: ჩაეწერეთ კულინარიის კურსებზე, ისწავლეთ ჯემებისა და მურაბების მომზადება.

მორიელი

მარტოხელებისთვის: უამრავი რომანტიკული შეხვედრა და სასიამოვნო საუბარი გელით, რომლის შინაარსსაც არავის გაუმხელთ.

რჩევა: არავის არაფერს დაჰპირდეთ. დატკბით იმით, რასაც სექტემბერი გთავაზობთ.

დაწყვილებულებისთვის: დაფიქრდებით, მართლა გაფასებთ პარტნიორი? განიჭებთ სიამოვნებას ერთად ყოფნა?

რჩევა: ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. მშვიდად გაერკვიეთ ყველაფერში.

მშვილდოსანი

მარტოხელებისთვის: სექტემბერი შეიძლება ახალი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი გახდეს. შეიძლება გაიცნოთ ის, ვისზეც ადრე ბევრი გსმენიათ. იმოქმედეთ პრინციპით: "ვინც მოითმენს, ის მოიგებს".

რჩევა: იყავით მაქსიმალურად გულწრფელი.

დაწყვილებულებისთვის: ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ. გაფრთხილდით, საყვარელი ადამიანი არ დააფრთხოთ.

რჩევა: თქვენი ატომური ენერგია კეთილ საქმეებს, პროფესიულ გამარჯვებას მოახმარეთ.

თხის რქა

მარტოხელებისთვის: სანამ აცივდება, მოძებნეთ ადამიანი, რომლის გვერდითაც თბილად, ტკბილად და გემრიელად იქნებით. თქვენ გვერდით ყოველთვის ტრიალებენ საინტერესო ადამიანები, მაგრამ მხოლოდ ღირსეულს უნდა გაუშინაურდეთ.

რჩევა: აიმაღლეთ განწყობა, თვითშეფასება, შეიძინეთ მდიდრული სამოსი, ძვირად ღირებული აქსესუარები.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანი ყურადღებიანი და მიმზიდველია თქვენთვის და შეიძლება ერთმანეთი თავიდან შეგიყვარდეთ.

რჩევა: ოქტომბერიც რომ ტკბილი გქონდეთ, სექტემბერში საუკეთესო უნდა იყოთ.

მერწყული

მარტოხელებისთვის: შანსი მოგეცემათ, აღადგინოთ ის ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც ნანობთ. ამისთვის კი პირველი ნაბიჯი თქვენ უნდა გადადგათ.

რჩევა: მიეცით ადამიანს შანსი, თუ კვლავინდებურად მიგიწევთ მისკენ გული.

დაწყვილებულებისთვის: ერთმანეთს არ უსმენთ და ამის გამო კამათობთ. თვის ბოლოსკენ უფრო დათბება თქვენი ურთიერთობა.

რჩევა: ნუ აჰყვებით პარტნიორს, განსაკუთებით, თუ ცხარობს. კამათი დასრულდება, ერთმანეთისთვის ნათქვამი სიტყვები კი გულში დაგრჩებათ.

თევზები

მარტოხელებისთვის: მუდამ ფლირტის განწყობაზე ხართ და არც სექტემბერია გამონაკლისი. მამაკაცების აღფრთოვანებულ მზერაში შეიძლება საინტერესო ადამიანი ამოიცნოთ.

რჩევა: თაყვანისმცემელი გულწრფელი და სერიოზული უნდა იყოს და... თქვენც.

დაწყვილებულებისთვის: სექტემბერი ოჯახური, რომანტიკული უქმეების თვეა. მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ ერთად.

რჩევა: მოალამაზეთ თქვენი საცხოვრებელი. შეიძლება ახალი ნივთების შეძენა, ავეჯის გადაადილება ან რემონტიც კი დაგჭირდეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×