დახურვა
სტილი
10.09.2021

ცნობილი ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ვენერას მორიელის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ წერს.

„ვენერას მორიელის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ

11 სექტემბერს, თბილისის დროით, 00:39 საათზე სიყვარულის, ჰარმონიის, ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა - მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 7 ოქტომბრამდე დარჩება.

ვენერას ეს ინგრესია ადამიანებში გააძლიერებს სიყვარულის გამოვლენის და მიღების მოთხოვნილებას, მომხიბვლელობას, შარმს, მიმზიდველობასა და სექსუალურობას. ნეგატიური კუთხით მოიმატებს ეგოიზმი, ეჭვიანობა და სიყვარულში რადიკალიზმი.

ვენერას ეს პოზიცია გამოძევებულად ითვლება.

ვენერა ამ დროს (მორიელში განთავსებისას) კარგავს თავის „ქალურობას", სინაზეს, სტაბილურობას, თუმცა იძენს სექსუალურობას, შემტევობასა და აგრესიულობას.

ვენერას ეს პოზიცია ადამიანებში აძლიერებს სექსის, როგორც მანიპულაციის ინსტრუმენტის გამოვლენას. ვენერას მორიელში ყოფნისას ადამიანები ხდებიან ეგოისტები და მომთხოვნები. ადამიანში იზრდება შიში, ეჭვი ეპარება, რომ ის გულწრფელად უყვართ, რადგან იზრდება ღალატის ქვეცნობიერი შიში.

ვენერას ეს პოზიცია ხშირად იძლევა ე.წ. „საბედისწერო სიყვარულსაც". ამ დროს სიყვარული იწყება მანამდე არსებული სიყვარულის ნგრევით ან განვითარებულ სიყვარულს თან ახლავს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მტკივნეული პროცესები.

ვენერას ეს ინგრესია უპირველესად მნიშვნელოვანი იქნება:

მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის;

მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა მორიელის ნიშანში აქვთ განთავსებული.

ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერას, ასევე მარსის, პლუტონის, მორიელის ან მე-8 სახლის ძლიერი პოზიცია გააჩნია (მაგალითად, ასცენდენტი, მთვარე, სტელიუმი, შავი მთვარე),"- წერს რამაზ გიგაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×