დახურვა
სტილი
20.10.2021

პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-დან 95%-მდე რომ ავიყვანოთ, ეს ხომ ყველაზე მარტივია, ამას არც ანტივაქსერობა სჭირდება და არც „ვაქსერობა“, ეს დეკემბრამდე 300 ადამიანის სიცოცხლეს დაზოგავს, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე განმარტა, რომ იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია,ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით უკეთესია.

„რატომ გვაქვს დღეს აჭარაში შედარებით მშვიდი სიტუაცია 5 000 ახალი შემთხვევის ფონზე? იმიტომ, რომ აჭარა, ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლით, თბილისის შემდეგ, მეორეა და ბათუმმა უკვე მიაღწია 60%-იან ნიშნულს. თბილისი უახლოვდება ამას - თბილისში მოზრდილი მოსახლეობის ორჯერადი აცრის მაჩვენებელი 54%-ია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

სამწუხაროდ, სხვა რეგიონები 30%-ზე არიან, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა. მოგეხსენებათ, პატარა რეგიონია, 37%-ზეა ასული. 

100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების გადათვლით, თბილისი და აჭარა უკვე შედარებით უკეთეს სიტუაციაში არიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×