დახურვა
სტილი
14.06.2021

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი მეუღლეს დაშორდა. 

,,განვქორწინდით, თუმცა ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემი შვილების მამასთან. მას განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან მეგობრობა და მიხარია, რომ მათი აღზრდის პროცესში თითქმის თანაბრად ვმონაწილეობთ.

- ამ ურთიერთობის დასრულების მიზეზი თქვენი აქტიური ცხოვრება, თუნდაც, პოლიტიკური აქტივობა გახდა? შეუძლებელი აღმოჩნდა პირადისა და პროფესიული წარმატების შეთავსება?

- არანაირად. მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია, იყო წარმატებული შენს კარიერაში და გყავდეს ბედნიერი ოჯახი. დროის სიმწირის პრობლემა მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახისთვის სათანადო ყურადღება დამეთმო. არც საჯაროობა გამხდარა ოჯახური პრობლემების წინაპირობა. უბრალოდ, ადამიანების ცხოვრება გარკვეული ეტაპებისგან შედგება, რაღაც სრულდება, რაღაც კი იწყება, თუმცა ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ახლაც ასეა. ჩემი დაკავებულობის ან პოლიტიკური საქმიანობის გამო პრობლემები არასდროს გვქონია… - ამის შესახებ მან ჟურნალ "თბილისელებს" განუცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×