დახურვა
სტილი
15.11.2021

17 ნოემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია თოვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოებერს თბილი ამინდი შენარჩუდება, 17 ნოემბერს კი ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 ნოემბერს საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსი იქნება. დღის ბოლოდან 16 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი.

აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

17-18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში 17 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 15 ნოემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. დღის ბოლოდან ხვალ დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება

16 ნოემბერს დღისით იწვიმებს, ხოლო გვიან საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა კი 2-3 გრადუსით მოიმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×