დახურვა
სტილი
24.11.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ წელს 200 000 დოზა სეზონური გრიპის ვაქცინის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. 

მისივე განმარტებით, ზოგადად, სეზონური გრიპის ვაქცინაციის საკითხი და კულტურა ქვეყანაში იზრდება. როგორც მან განმარტა, ვაქცინა დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, ხოლო შემდეგ - მხოლოდ რისკჯგუფებისთვის

„სეზონურ გრიპზე ასევე ცრის კერძო სექტორი. ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ ქვეყანაში იცრება 200 000 -დან 260 000-მდე ადამიანი და ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იცით, რომ ძირითადად ვცრით რისკ ჯგუფებს. ამჟამად ჩვენთან მიმდინარეობს ვაქცინაცია სეზონურ ჯგუფზე უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებიდან. დღეს დილის მონაცემებით, ათვისებულია 104 000 დოზა გრიპის ვაქცინა, ანუ დაახლოებით, 100 000-მდე დოზა არის ქსელში. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბრძანებით რეგულირდება, რომ პირველ დეკემბრამდე ვაქცინა არამარტო რისკ ჯგუფებისთვის, ყველასთვის უფასოდ იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კეთდება ყველა იმ პოლიკლინიკაში, სადაც ზოგადად ვაქცინაცია მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×