დახურვა
სტილი
26.11.2021

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დრამატულს უწოდებს და წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინფექციის გადატანა მოუწევს, რადგან ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში ეპიდვითარება დრამატულია. ალერგოლოგ-იმუნოლოგის განცხადებით, რაც უფრო მეტი აიცრება, მით უფრო ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლება.

„საქართველოში ეპიდვითარება დრამატულია, მივდივართ იმ გზისკენ, როდესაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ ინფექციას გადაიტანს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მით ნაკლები გვეყოლება დაავადებულიც და გარდაცვლილიც. ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები რაც მივიღეთ, კარგია. თუ გვინდა, რომ მძიმე დაავადებების შემთხვევები და სიკვდილობა შემცირდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უფრო მეტი ასაკოვანი ადამიანი აიცრას", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×