დახურვა
სტილი
27.11.2021

ჩვენი მწვანე პასპორტი არის აბსოლუტურად ამორტიზირებული და თავიდანვე არასწორი ჩანაფიქრი, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ეტაპზე მწვანე პასპორტის გამოყენება აუცილებელი უნდა გახდეს ტრანსპორტით სარგებლობისთვისაც.

"180 დღეზე მეტი დაცვის მაჩვენებელი არავის არ აქვს, შესაბამისად, მწვანე პასპორტების სხვა ტიპის მოდიფიკაცია ნიშნავს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ხარ და შენი მწვანე პასპორტით, მოქალაქე ვერსად წავა. ეს უნდა იყოს ჰარმონიზაციაში პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებთან, სადაც უვიზო მიმოსვლაა. ასე, რომ ჩვენი მწვანე პასპორტი არის აბსოლუტურად ამორტიზირებული და თავიდანვე არასწორი ჩანაფიქრი. რა მიზნებსაც უნდა ემსახურებოდეს ის, არ ემსახურება.

მწვანე პასპორტის ფუნქცია, რა თქმა უნდა, მარტო რესტორანში შესვლა-გამოსვლა არ უნდა იყოს, ამიტომ ამას ლოჯისტიკური დახმარება სჭირდება, რომ სპეციალური აპარატები დამონტაჟდეს საქალაქო ტრანსპორტში, ან მეტროს შესასვლელებში. ეს მომავალში რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს. ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი ეს იგეგმება, ოღონდ დროში სწრაფად ვერ იქნება. მისი აღსრულება უნდა მოხდეს, ის არ უნდა იყოს, როგორც გვაქვს ბევრი რეგულაცია და არ ხდება მისი აღსრულება," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "რუსთავი 2-თან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×