დახურვა
სტილი
01.12.2021

პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა პატრონის მიერ, ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტის თანახმად, რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ - გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარით; იგივე ქმედება, ჩადენილი მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ დაისჯება 1 500 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 3000 ლარით.

კანონი ძალაში 2022 წლის ბოლოდან შევა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×